არეულობის შექმნის დაუოკებელი წყურვილი ამოძრავებთ, იმის გაგრძელებაა, რაც თქვა სუს-მა – სარჯველაძე “Mona.ge”-ზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე “დროასა” და “გირჩი მეტი თავისუფლების” მიერ შექმნილ ვებგვერდს ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ქვეყანაში არეულობის შექმნის დაუოკებელი წყურვილი ამოძრავებთ, რასაც მმართველი პარტიის მიერ შესაბამისი მორალური პასუხისმგებლობის დაკისრება მოყვება.
სარჯველაძის თქმით, ხოშტარია-ჯაფარიძის პროექტი ადამიანთა გაშავების მიზნით შეიქმნა.
ცოტა ფრთხილად იყვნენ, ვიდრე შეურაცხყოფაზე და რადიკალიზაციაზე დაიწყებდნენ ფიქრს. გასაგებია, რომ არეულობის შექმნის დაუოკებელი წყურვილი ამოძრავებთ, მაგრამ ქმედებას არ ამართლებს. ასეთი ინიციატივები პრაქტიკულად იმისი გაგრძელებაა, რაც თქვა ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ეს არის ადამიანების გაშავების სტრატეგია. ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ამ ყველაფერს, მათ შორის, მორალური პასუხისმგებლობა აუცილებლად მოყვება – აღნიშნა სარჯველაძემ.