7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ანტონიო გუტერეში – მივესალმები ისრაელისა და „ჰამასის“ მიერ მიღწეულ შეთანხმებას, მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, მაგრამ გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს

პოპულარული

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

მისი თქმით, გაერო “თავის ყველა შესაძლებლობის მობილიზებას მოახდენს”, რათა დაეხმაროს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას.

“მივესალმები ისრაელისა და „ჰამასის“ მიერ მიღწეულ შეთანხმებას. მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, მაგრამ გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს. გაერო თავისი ყველა შესაძლებლობის მობილიზებას მოახდენს, რათა დაეხმაროს იმპლემენტაციას და ღაზაში ჰუმანიტარულ ვითარებაზე დადებითი გავლენის მაქსიმიზაცია მოახდინოს”, – განაცხადა გუტერეშმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები