7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ანალენა ბერბოკი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა

პოპულარული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩავა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე.

გერმანიის საგარეო უწყების თქმით, შეხვედრები “ჰამასის” მიერ დაკავებული გერმანელი მძევლების გათავისუფლებას, ღაზაში მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და გერმანიის დიპლომატიურ ძალისხმევას შეეხება, რეგიონული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

“ისრაელს აქვს უფლება და მოვალეობა დაიცვას თავი “ჰამასის” მიმდინარე სასტიკი ტერორისგან, რათა დაიცვას თავისი ხალხი. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შემსუბუქდეს უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების საშინელი ტანჯვა,” – თქვა ბერბოკმა გამგზავრებამდე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები