6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ამ საზარელ ფაქტზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას- ლექსმანი გინტურის მკვლელობაზე

პოპულარული

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას საზარელს ფაქტს უწოდებს და სრულ პასუხისმგებლობას  საოკუპაციო ძალას აკისრებს.

ლექსმანის განცხადებით, მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სრულად დასრულებამ შეიძლება, უზრუნველყოს, რომ ასეთი საზიზღარი ინციდენტი აღარ განმეორდეს.

ტრაგიკული ინფორმაცია კირბალიდან. პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას ამ საზარელ ფაქტზე. მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სრულად დასრულებამ შეიძლება, უზრუნველყოს, რომ ასეთი საზიზღარი ინციდენტი აღარ განმეორდეს”, – აცხადებს ლექსმანი.

სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები