3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ამ ეკომანიაკის გამო გუშინ თავდაყირა დადგა მთელი “მილიცია” – ნიკოლაიშვილი ივანიშვილის ბაობაბებზე

პოპულარული

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაიშვილის გუშინ ფოთი-შეკვეთილის მაგისტრალზე არსებულ კოლაფსს აღწერს. საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ბაობაბების შეკვეთილში გადატანას, რა დროსაც რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია გაუთიშეს, მაგისტრალიდან კი საგზაო ნიშნები მოხსნეს.

ნიკოლაიშვილი ივანიშვილს ეკო მანიაკად მოიხსენიებს და ამბობს, რომ გუშინ ოლიგარქის სამსახურში იყო მთელი შსს.

გუშინ 7 სოფელს დაახლოებით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, კაბელები ჩახსნეს, ინტერნეტი გაუთიშეს, აბრები ჩამოხსნეს, შუქნიშნები მოჭრეს და ამ ეკო მანიაკის გამო თავდაყირა დადგა მთელი მილიცია მათი, რომ დაეცვათ და გადაეტანათ ეს ხეები, რომელსაც ალბათ მერე ბიძინა უნდა ჩაეხუტოს. წარმოუდგენელი ამბავია და ტრაგიკომედიაა, – ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაიშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები