3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“ამხელა სისტემა ებრძვის მხოლოდ ლაზარეს” – გრიგორიადისის დედა პოლიციელების მიმართვაზე

პოპულარული

“იძახიან, რომ დაზარალებულები არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მატყუარები არიან” – ასე ეხმაურება ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე შსს-ს განცხადებას, რომლის თანახმადაც, 7-8 აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.

გადააჭარბა [მოლოდინს], იმიტომ რომ მსგავსი რამ არც მინახავს, არც გამიგია, ჯერჯერობით სასამართლო არ დასრულებულა. ველოდით, რომ დასრულებულიყო სასამართლო და შემდეგ მიგვემართა სალომე ზურაბიშვილისთვის, მაგრამ პოლიციამ დაგვასწრო და იძახიან, რომ დაზარალებულები არიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მატყუარები არიან. ჩვენს ქვეყანაში ასეა – მატყუარები გარეთ არიან, დაზარალებულები ციხეში სხედან“, – ამბობს თამთა კალანდაძე ფორმულასთან საუბრისას.

თამთა კალანდაძის თქმით, ლაზარე გრიგორაიდისის შეწყალების თაობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სასამართლო განაჩენის შემდეგ მიმართავენ. მისი თქმით, “სისტემა ებრძვის მხოლოდ ლაზარეს”.

ველოდებით, რომ სასამართლო დასრულდება და შემდეგ მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს. ამხელა სისტემა ებრძვის მხოლოდ ლაზარეს და რა ვიცი, თუ ამაში სამართალს ვინმე პოულობს, კი ბატონო. ჯერ ლაზარეს ბრალეულობა არც დამტკიცებულა, მოდიან მოწმეები, ზოგი რას იძახის, ზოგი რას. […] ლაზარემ თავის ინტერვიუში სწორად აღნიშნა, მათ ეშინიათ, რომ ჩვენ არ მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევიან ისინი. მათ არ უნდათ, რომ ახალგაზრდები კიდევ გამოვიდნენ გარეთ და კიდევ გააპროტესტონ რამე“, – ამბობს გრიგორიადისის დედა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები