3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ალიევი: თუ სომხეთი თანახმა იქნება, საქართველოში სამმხრივ შეხვედრებს დავიწყებთ

პოპულარული

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოსულმა ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ჯერ კიდევ დასამყარებელია და ღარიბაშვილთან საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ ეს იყო.

“გამოწვევები კვლავ რჩება, პრობლემები კვლავ არსებობს, მშვიდობა ჯერ ისევ დასამყარებელია სამხრეთ კავკასიაში. დღეს პრემიერთან საუბარი მქონდა ამაზე. სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა. ახლა არის ის დრო, მხარს ვუჭერთ საქართველოს მთლიანობას, ისევე, როგორც საქართველო უჭერს აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – თქვა მან.

გარდა ამისა, ალიევის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზებასაც შეეხო და თქვა, რომ ქვეყნებს შორის სამმხრივი თანამშრომლობის იმედი აქვს.

“დღეს საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზების შესახებ. მეორე ომი, რომელიც მთიან ყარაბაღში მოხდა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოიტანა. გასულ თვეს აღვადგინეთ სუვერენიტეტი მთელი ქვეყნის და დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან და იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ და ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს და სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით. ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო მიმართულების და ბევრი სხვა მიმართულებით. ეს შესაძლებელია. ეს შესაძლებლობა გვაკლდა, იმიტომ, რომ აზერბაიჯანი იყო ოკუპირებული წლების განმავლობაში და ეს არ გვაძლევდა საშუალებას, რომ ნორმალიზებისკენ გადაგვედგა ნაბიჯები, მაგრამ დადგა დრო, მოგვეცა მომენტი, რომ არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა. 

ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში და მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს, რომ მზადაა, დახმარება აღმოგვიჩინოს და გვთავაზობს ფასილიტატორის როლს და იმავეს ველით სომხეთისგანაც. თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, მყისიერად დავიწყებთ შესაბამისი უწყებების დახმარებით, ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში”, – თქვა მან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები