1.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 1, 2024

ალეკო ელისაშვილი – არავის მოვექცევი ისე, როგორც ხაბეიშვილი მოექცა მელიას, რაც ვნახეთ, არ არის ღირსეული საქციელი

პოპულარული

„ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთს როგორც ლანძღავენ, არ მომწონს, თუმცა ის მომწონს, რომ ეს პარტია რაც უფრო მეტად დაკარგავს მხარდაჭერას, მით უკეთესი იქნება ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, რეალურად, 11 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ბურჯია „ქართული ოცნების“.

„ხალხი უნდა მიხვდეს, რომ ქვეყანაში თუ რამის შეცვლა გვინდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარი არ უნდა დაუჭიროს და რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, ზუსტად ეს გზაა და კარგია, რომ არასოდეს არავის ისე არ მოვექცევი, როგორც ხაბეიშვილი მელიას მოექცა. პარტიიდან ასე არავის გავუშვებ. რაც ვიხილეთ, ღირსეული საქციელი არ არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები