3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

აზერბაიჯანში ირანელი მამაკაცი დააკავეს, რომელიც ისრაელის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა

პოპულარული

აზერბაიჯანში ირანელი მამაკაცი დააკავეს, რომელიც ისრაელის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

როგორც უწყება აღნიშნავს, ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ირანის მოქალაქე საელჩოში იარაღით შესვლას ცდილობდა.

“ირანული წარმოშობის მამაკაცმა საელჩოში იარაღით შესვლა სცადა. სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა კი მისი განიარაღება და დაკავება მოახერხეს. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი ბაქოს საბაილის რაიონულ სასამართლოში განიხილეს და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 4-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს”. – წერია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები