3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

აბაშაში ყველის გასაყიდად მიმავალ ცოლ-ქმარს შეიარაღებული პირები დახვდნენ და მიკროავტობუსში გაკოჭილები დატოვეს – ყაჩაღობა აბაშაში 

პოპულარული

აბაშაში ყველის გასაყიდად საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს გზად შეიარაღებული პირები დახვდნენ

ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ და შუახნის მგზავრებს ტელეფონი
წაართვეს, იარაღის მუქარით თავი ტყეში შეაყვანინეს და მიკროავტობუსში გაკოჭილები დატოვეს. მოგვიანებით, კაცმა მიკროავტობუსიდან გადმოსვლა და გზაზე დახმარების სათხოვნელად გაქცევა შეძლო.

არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში ცოლ-ქმარი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს. საქმეზე დაკავებული კი არავინაა.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები