ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია და ახალი სიმაღლეების დასაპყრობად ემზადება.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

კომპანია „ტოიოტა კავკასია“ (ტოიოტას ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) ერთერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის ტოიოტა პრადოს განახლებული მოდელის წარდგენა 7 ნოემბერს, შატო მუხრანის ტერიტორიაზე გამართა, ეს იყო დაუვიწყარი და ძალიან საინტერესო სანახაობა.

აკრობატების შოუ, „ქუჩის თეატრი“, ცოცხალი ბენდი “Yellow Band”, დრამერების შოუ, შატო მუხრანში, ასე უმასპინძლა “ტოიოტა კავკასიამ” მიწვეულ სტუმრებს და ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქა.

 

მოდით დეტალურად გავიცნოთ ახალი „Toyota Land Cruiser Prado“. მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“, განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა.

„Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია. უგზოობაზე მოძრაობის შეუდარებელმა შესაძლებლობებმა ლენდ კრუიზერს მსოფლიოში ყველაზე გამძლე და სანდო ავტომობილის რეპუტაცია შეუქმნა და ევროპის ათზე მეტ ქვეყანაში ამ სეგმენტის გაყიდვების ლიდერად აქცია.

 

ახალი „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო“ და მისი მონაცემები შეაფასა „ტოიოტა კავკასიის“ ფასთწარმოქმნისა და პროდუქტის სპეციალისტი, გაგა კოხრეიძემ:

„Toyota Land Cruiser Prado“ აღჭურვილია დამატებითი, როგორც საგზაო ასევე უგზოობის ოფციებით, რომელიც უადვილებს მფლობელს გადაადგილდეს უგზოობაზე ძალიან მარტივად და თავიდან აირიდოს უსიამოვნო დაბრკოლებები.  მისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს ქვიშა, თოვლი, ტალახი, ქვა-ღორღი და ა.შ. ნებისმიერ მძღოლს ამ ოფციების მეშვეობით შეუძლია თავი იგრძნოს ნამდვილ ოფროუდერად, რაც შეეხება დამატებით ოფციას, ეს არის 360 გრადუსიანი კამერა, რომელიც გაძლევთ საშუალება აკონტროლოთ პერიმეტრი ავტომობილის ირგვლივ. მოხერხებულია ქალაქის პირობებში პარკინგის დროს, საცობებში სიარულისას, ნებისმიერ ვიწრო ადგილში გაძრომ-გამოძრომისას. მანქანა აღჭურვილია ქვედა რელიეფის მონიტორის სისტემით, რომელიც გაძლევთ საშუალებას დაინახოთ ავტომობილის ძარის ქვეშ ეს არის უნიკალური ოფცია და ამ კამერის მეშვერობით თქვენ ხედავთ ტრაექტორიას თუ სად წავა ავტომობილი აკონტროლებთ ყველაფერს და თავიდან იცილებთ ყველა დაბრკოლება.

„Toyota Land Cruiser Prado“ – ს რეპუტაციას კიდევ უფრო ამყარებს მისი ექსტერიერის ახლებური, უფრო თანამედროვე და გამოკვეთილი სტილი, უფრო დახვეწილი, კომფორტული და მაღალი ხარისხის ინტერიერის დიზაინი, გაუმჯობესებული დინამიური მაჩვენებლები და მომხმარებლის კომფორტზე გათვლილი შესაძლებლობები, როგორც ნორმალურ, ასევე უგზოობის პირობებში.

წინა სავარძლის გაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და “ჭკვიანი გასაღების“ ახალი დიზაინი – „ტოიოტას“ მძღოლსა და მგზავრებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს უქმნის.

აგრესიულ და უნიკალური დიზაინის მქონე პრადოს, რომელთა შესაძლებლობებიც ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს. მის დანახვაზე გინდა, რომ ყველა დეტალი, ყოველი წვრილმანი გაიგო მის შესახებ და გულმოდგინედ იწყებ მის შესწავლას. შატო მუხრანში სტუმრებს  ტოიოტამ ამის შესაძლებლობაც მისცა და ტესტ-დრაივი გაიმართა. ყველას, ვისაც ინტერესი და სურვილი გააჩნდა, შეძლო მანქანის გამოცდა.

ახალი მოდელის წინა და უკანა ნაწილები, მისი წინამორბედისგან სრულიად განსხვავებულია, განახლებულია ავტომობილის ინტერიერის დიზაინიც, მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ ამ ავტომობილის მართვის სტილი და შესაძლებლობები, მოხარულები ვართ, რომ ქართველ ავტომოყვარულებს პრადოს განახლებული მოდელი წარვუდგინეთ“, – აღნიშნა „ტოიოტა კავკასიას“ პრეზიდენტმა მიცურუ კონიშიმ.

ის, რომ „Toyota Land Cruiser Prado“ ” ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს მისი დიზაინი და განახლებული ტექნიკური მახასიათებლები ადასტურებს.

„ Land Cruiser Prado“ -ს მთლიანი სიგრძე 60 მმ-ით არის გაზრდილი 4,840 მმ-მდე. ახლებური დიზაინის მქონე კაპოტით, რადიატორის ცხაურით, განათების ფარებით, წინა ბამპერითა და დამცავი ფარებით, „Toyota Land Cruiser Prado“ -ს წინა მხარე თავისი უნიკალური ისტორიული დიზაინის მრავალ სტრუქტურულ ელემენტს ეფუძნება.

ახალი „Toyota Land Cruiser Prado“ ექსტერიერის ათ სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი. მათგან ორი სრულიად ახალია – Midnight Emerald Blue („შუაღამის ზურმუხტისებრი ლურჯი“) და Avant-Garde Bronze metallic („ავანგარდული ბრინჯაოსფერი მეტალიკი“).

ახალი „Toyota Land Cruiser Prado“ -ს ინტერიერი გვთავაზობს ინსტრუმენტთა პანელის შეცვლილ სტილს მძღოლის ინსტრუმენტთა და ცენტრალური მართვის პულტის ჩათვლით. მისი ფუნქციონირება გაუმჯობესებული, ხოლო მოპირკეთება – უფრო დახვეწილი და ყველგანმავალი მანქანის პრემიუმ ხარისხისათვის შესაფერისია.

 

„Toyota Land Cruiser Prado”-ს  განახლებულია საჭეც. ინტერიერი კი ორ ფერშია გადაწყვეტილი: შავი და „Premium Beige“, რომელიც სრულიად ახალია. სალონის პრემიუმ ხარისხის გაფორმებას აგვირგვინებს – „Silver Hairline“ მეტალისებური ტექსტურით დამუშავებული ზედაპირები, რომლებიც ცენტრალური მართვის პულტის დამუშავებას და სრულიად ახალ მუქ ყავისფერ ხის მსგავს იერს ესადაგება.

უგზოობის პირობებში მოძრაობისას წინა მხარის ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ცენტრალური მართვის პანელის უკიდურესი ზედა ნაწილი დადაბლებული, უფრო გლუვი და დახვეწილი შესახედაობისაა. მართვის პანელზე განთავსებულია ახალი, უფრო დიდი ზომის 8-დიუიმიანი ფერთა სრული დიაპაზონის მქონე მულტიმედია ეკრანი, გლუვი ზედაპირის მქონე კონდიცირების კონტროლის პანელი და გადაცემასთან დაკავშირებული ინსტრუმენტული პანელი.

ის, რომ ავტომობილი კლიმატურ პირობებს უნდა ერგებოდეს ალბათ ყველა მძღოლი თანხმდება.

რამდენად შეესაბამება ახალი “ტოიოტა პრადო” ჩვენი რეგიონის კლიმატურ პირობებს ტოიოტა ცენტრის თბილისის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინუკა გაგუამ განმარტა:

 

„Toyota Land Cruiser Prado“ ეს არის მსოფლიოსთვის ძალიან ცნობილი აღიარებული უკვე ყველგან მავალი, ისევე როგორც საქართველოსთვის.  ტექნიკური კუთხით, წარმოდგენილი არის სხვადასხვა კომპლექტაცია, რომელიც მორგებულია ჩვენს რეგიონს, როგორც კლიმატური, ასევე გზების თვალსაზრისით.“

„ტოიოტა ცენტრი, თეგეტა, გაყიდვების უფროსის გიორგი კობახიძის თქმით მთელი მსოფლიო ელოდება როდის გამოჩნდებოდა „Toyota Land Cruiser Prado“-ოს ახალი მოდელი.

მისი თქმით, ტესტ დრაივისას ავტომობილმა ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

‘’მთელი მსოფლიო და ასევე საქართველო, საავტომობილო სივრცელში დიდი მოლოდნით აკვირდებოდა, როდის გამოჩნდებოდა „Toyota Land Cruiser Prado“-ის ახალი მოდელი. დღეს სწორედ ის თარიღია, როდესაც ეს პრემიერა საქართველოშიც შედგა და ჩვენ უკვე ვიხილეთ ლენდ კრუიზერის უახლესი მოდელი, ერთად შევაფასეთ და ერთად გავაკეთეთ ტესტ დრაივი. ავტომობილმა დააკმაყოფილა ყველა ის მოთხოვნა, რაც ბაზარზეა და, ჩემი აზრით, კვლავ შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. ახალ მოდელში ასევე, შეიცვალა დიზაინი და გაუმჯობესდა ტექნოლოგიურადაც.

იმაში, რომ  ბევრჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობია ყველა ვთანხმდებით. შესაბამისად ამ ლეგენდარული მანქანის თაყვანისმცემლებს ნამდვილად ვურჩევთ, მიმართონ ტოიოტას ოფიციციალურ დილერებს: ტოიოტა ცენტრ თბილისსა და ტოიოტა ცენტრი თეგეტას და თავად გამოსცადონ ახალი „პრადოს“ ახალი შესაძლებლობები. ინფორმაცია დილერების შესახებ ხელმისაწვდომია ტოიოტას ოფიციალურ web-გვერდზე: www.toyota.ge .

 

ჩვენთვის, სტუმრებისთვის კი საინტერესო და სიახლეებით დახუნძლული დღე კიდევ უფრო სასიამოვნო საღამომ დააგვირგვინა, ცოცხალ ბენდთან ერთად რესტორანში გადავინაცვლეთ, სადაც საღამოს ბოლოს ტოიოტას ტორტი დავაგემოვნეთ.

loading…
გააკეთე კომენტარი!