The Times: დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის გემსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება სურს

ჯონდონი

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას უკრაინისთვის გემსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება სურს. ამ შეიარაღების გადაცემით, უკრაინელები შეძლებენ რუსული საბრძოლო ხომალდების ჩაძირონ და უკრაინის სანაპირო ქალაქებზე ზღვიდან დაბომბვის წნეხი შესუსტდეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა the Sunday Times ავრცელებს.

cyc

მედია ამ გეგმას დასავლეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე ომის პასუხად “სიჩქარის შეცვლად” აღწერს.

The Times-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა მინისტრებს უთხრა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სურს, რათა რუსულ ძალებს სამხრეთის საპორტო ქალაქ ოდესაში დაწინაურებაში ხელი შეეშალოთ. გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით კიევში რუსული ჯარების შესაკავებლად დაეხმარა. 

The Times ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბრიტანეთის გადაცემულმა რაკეტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს კიევის დაბრუნებაში, ახლა კი რუსეთი სამხრეთზე, კონკრეტულად ოდესაზე კონცენტრირდება, სადაც უკრაინელებს გემსაწინააღმდეგო რაკეტები დასჭირდებათ. 

რეკლამა

დაწერე კომენტარი