ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამის კონკურსის გამარჯვებული სტაჟირებას საკრებულოში გაივლის

NDI-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის კონკურსისს გამარჯვებული სტაჟირებას საკრებულოში გაივლის.

cyc

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ოფიცერს ლაშა გოგიძეს და სტაჟირების პროგრამის გამარჯვებულს თამარ ტაბატაძეს უმასპინძლა.
რიმა ბერაძის განცხადებით, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა პროგრამის ფარგლებში თბილისის საკრებულოში სრულგანაკვეთიანი სტაჟირების კონკურსი გამოაცხადა, საიდანაც საუკეთესო კანდიდატები შეირჩნენ.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, აღნიშნული კონკურსისი ერთ-ერთი გამარჯვებული-თამარ ტაბატაძე სტაჟირების პერიოდში მთლიანად ჩაერთვება როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე საკრებულოს წევრების სამაჟორიტარო ბიუროების საქმიანობაშიც.
შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა, ფრაქციის თავმჯდომარემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა კურსდამთავრებულს თბილისის საკრებულოს მუშაობის, ასევე ფრაქციისა და კომისიების საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
2014 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური დახმარებით NDI–მ ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის განხორციელება დაიწყო.
ლაშა გოგიძის თქმით, აღნიშნული პროგრამის მიზანი ადგილობრივი ფაქტორების შესაძლებლობებისა და კომპეტენციის გაზრდა, ასევე პოლიტიკის შემუშავების პროცესებში მონაწილეობის მიღებაა.
NDI თვითმმართველობის პროგრამას ქვეყნის მასშტაბით ექვს მუნიციპალიტეტში : თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ასევე ზუგდიდში, ახალციხესა და გურჯაანში ახორციელებს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი