NDI: დეკემბრის მონაცემებით, მოსახლეობის 50% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს

მთავრობა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით,  მოსახლეობის 50% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს. 

38% – უარყოფითად. 

11%-ს არ აქვს პასუხი კითხვაზე. 

2020 წლის ნოემბერში მთავრობის საქმიანობას დადებითად 30% აფასებდა, უარყოფითად – 58%; 

რაც შეეხება ლიდერებს და ინსტიტუტებს – გიორგი გახარიას მუშაობას დადებითად 46% აფასებს. საშუალოდ – 32%; 

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 14%, საშუალოდ – 36%, უარყოფითად – 23%. 

პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს 15%, საშუალოდ – 36%, უარყოფითად – 27%. 

ქართული ოცნების გამოკითხული მხარდამჭერების (31%) 62% მიიჩნევს, რომ ახალი პარლამენტი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უფრო მეტად ჩართავს საპარლამენტო მუშაობაში, ხოლო 44% მიიჩნევს, რომ ახალი პარლამენტი ხალხს ჩართავს უფრო მეტად. 

ოპოზიციის გამოკითხული მხარდამჭერების (14%) 20% მიიჩნევს, რომ ახალი პარლამენტი მუშაობაში ორგანიზაციებს ჩართავს, 54% მიიჩნევს, რომ არ ჩართავს. 15% მიიჩნევს, რომ ახალი პარლამენტი ხალხს მუშაობაში ჩართავს, 65% მიიჩნევს, რომ არ ჩართავს. 

კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ჩატარდა 2 053 ინტერვიუ. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.1%-ია. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

დაწერე კომენტარი