
დღეს, 7 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე, NASA მარსის შესახებ მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.
როგორც ყოველთვის, განცხადების შესახებ წინასწარ რაიმე სახის ინფორმაციას არ ვფლობთ, თუმცა ცნობილია, რომ საქმე ეხება მარსმავალ Curiosity-ს ახალ აღმოჩენებს.
საინტერესოა, რა იპოვა Curiosity-მ? როგორც წესი, ამ დროს ფიქრები ყველას არამიწიერი სიცოცხლისკენ გაურბის, მაგრამ დაველოდოთ.
წლის დასაწყისში, Curiosity-მ წითელ პლანეტაზე ყოფნის მეხუთე წლისთავი აღნიშნა.
ამ პრესკონფერეენციის ხიბლი ის არის, რომ სოციალური მედიის საშუალებით საზოგადოებას შეკითხვების დასმა შეეძლება.
პირდაპირ ეთერს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ აღნიშნულ ბმულზე, NASA TV-ის პირდაპირ ეთერში.
NASA-ს განცხადების დეტალებს CyC.Ge მაქსიმალურად ზუსტად და დროულად მოგაწვდით.