IRI საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გამოიძიონ და შეისწავლონ საარჩევნო კამპანიის დროს დარღვევების ბრალდებები

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ გამოიძიონ და ძირეულად შეისწავლონ საარჩევნო კამპანიის პერიოდში დარღვევების ბრალდებები – “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” არჩევნების ტოტალურად გაყალბების შემდეგ “ოცნების” ხესლისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს.

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” საპარლამენტო არჩევნების ანგარიშში მიუთითებს, რომ ცესკოს და სასამართლო უწყებებს – დარღვევის ფაქტების გამოიძიების განსაკუთრებული ვალდებულება აქვთ.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში სასამართლოს სრულად ოლიგარქი აკონტროლებს, ობიექტური გამოძიების მოლოდინი, არც ხელისუფლების ოპონენტებს და არც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს არ უნდა ჰქონდეთ.

ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს და ის რაც არ არსებობს ვერ მიიღებს ვერანაირ გადაწყვეტილებას, ე სარის სამწუხარო რეალობას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოში დადგა, მიზანმიმართულ და მრავალ წლიანი მცდელობის შედეგად, რომ ჩამოშლილიყო ქვეყანაში ყველანაირი ინსტიტუტი და დღეს ფაქტიურად არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს, სახალხო დამცველის გამოკლებით, საზოგადოებაშია რანაირი ნდობა არ აქვს – ამბობს “ენმ”-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამბობს, რომ უფრო და უფრო კრიტიკულია ქვეყნის პარტნიორების ტონი. 

“გირჩის” ერთერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საკმაოდ მკაცრი შეფასებაა, რომელიც მსგავია პოლიტიკური პარტიების შეფაებისა, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. 

“ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ პირდაპირ იყო საუბარი სასამართლოს მიმართ უნდობლობაზე. 

აქვე გეტყვით, რომ ცესკოს მონაცემებით, მეორე ტურები ქვეყნის მასშტაბით, 21 ნოემბერს, 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება, ოპოზიცია მასში არ მონაწილეობს და პროცესს ბოიკოტს უცხადებს.

დაწერე კომენტარი