COVID-19-ით დედამიწის მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტი დაავადდა, მეორე ტალღა გარდაუვალია – იაპონელი ინფექციონისტი

კორონა

იაპონელი ექიმი-ინფექციონისტი აკიჰირო სატო აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა გარდაუვალია. მისი თქმით, მეორე ტალღის დროს ვირუსით გაცილებით მეტი ადამიანი დაავადდება, ვიდრე ეს ახლა მოხდა.

მისი თქმით, ამის საფუძველი ის არის, რომ პირველ ეტაპზე COVID-19-ით მოსახლეობის 99% არ დაავადებულა და ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილს აქვს ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულები. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.

“COVID-19-ის გავრცელება შენელდება, თუ მოსახლეობის 60%-ს აქვს ორგანიზმში მისი ანტისხეულები. შესაბამისად, ის არ დამთავრებულა და ჯერჯერობით არც დამთავრდება. კაცობრიობას ჯერ მის წინააღმდეგ კოლექტიური იმუნიტეტი არ გააჩნია. ყველაზე დიდ საფრთხეს ის წარმოადგენს, რომ მეირე ტალღას უმეტესი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები მოულოდნელად აღიქვამენ და მოუმზადებლად შეხვდებიან,” – აცხადებს ინფექციონისტი.მეორე ტალღის დაწყებას სპეციალისტი სამ ძირითად ფაქტორს უკავშირებს.

– უპირველეს ყოვლისა, ბევრი რა არის დამოკიდებული, თუ როგორი ზაფხული გველის წინ – ცხელი და უნალექო, თუ შედარებით გრილი და წვიმიანი;

– მეორე ფაქტორია, რამდენად სწრაფად და სწორად დაუბრუნდებიან ადამიანები ცხოვრების ჩვეულს წესს;- და მესამე როდის მოიხსნება სრულად შეზღუდვები, რამდენად კანონზომიერად და დროულად მოხდება ეს.

პოპულარული

"პოლიციელები გამოძიების მიერ დაიკითხნენ მე-15 დღეს, მას შემდეგ, რაც გიორგობიანის გვარი ფეთქდება" - არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გიორგობიანს და შაქარაშვილის საქმეს შორის?
შაქარაშვილის მეგობრები შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდნენ - რა შეუსაბამობებია სატელეფონო ჩანაწერებში
უმაროვის მკვლელობა ნიშნავს, რომ ხვალ ჩემთან და გაბუნიასთანაც მოვლენ - ტუმსო აბდურახმანოვი
მარჯვენა ხელის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობები ტუჩზე, ნაპოვნია ფეხშიშველი - ახალი, სკანდალური გარემოებები 19 წლის ფეხბურთელის საქმეში
სურამში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს - ბრალდებული დანაშაულს აღიარებს
"ანგელოზივით ცოლი ჩაცხრილა... ალბათ ისევ მთვრალი იყო..."- ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც სურამში ქმარმა მოკლა
ადგილი სადაც „ოქროს მოწმე“ იმალებოდა, გადამწვარია - ადვოკატი
სასტიკი მკვლელობა სურამში - ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი საწოლში ჩაცხრილა
ია ფარულავამ ფილმ "სიყვარული ვენახშის" შემდეგ პირველად მკერდი გამოაჩინა(ფოტო)
დაწერე კომენტარი