BBC: ამაზონის ჯუნგლებში ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის

ხანძარი



BBC-ის ინფორმაციით, ბრაზილიაში, ამაზონის ჯუნგლებში ამ მომენტისთვის ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის.  გამოცემის ცნობით, ჯუნლგებში ცეცხლი რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა და ამჟამად სულ ხანძრის 1 600-ზე მეტი კერაა, რაც გასული წლის ამავე მონაკვეთთან შედარებით 3-ჯერ მეტია.

ამასთან, ბოლო 12 თვის განმავლობაში ამაზონის ჯუნგლებში ხეების ჭრა 34.5%-ით არის გაზრდილი. გარემოსდამცველი ორგანიზაციები ბრაზილიის ხელისუფლებას მოუწოდებენ, ტროპიკული ტყეების მასობრივი განადგურება შეაჩერონ.

ბრაზილიის ულტრა-მემარჯვენე პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო ჯუნგლებში ხანძრის არსებობის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს მისი მტრების მიერ გავრცელებული სიცრუეა.

დაწერე კომენტარი