9 თებერვლის მართლმადიდებლური დღესასწაული

მსოფლიო ეკლესიის დიდი მოძღვარი – იოანე ოქროპირი 407 წელს გარდაიცვალა ქალაქ კომანში, გადასახლების ადგილისაკენ მიმავალ გზაზე. ქრისტიანული ზნეობის მტრებთან შეუპოვრად მებრძოლ იოანეს ბევრი მტრობდა. მის მტრებს შორის ერთი მეტისმეტად ძლიერი იყო დედოფალი ევდოქსია. სწორედ მისი დაჟინებით ჩამოაცილეს წმიდა მღვდელმთავარი სამწყსოს.

იოანე ოქროპირის უჟამო სიკვდილმა მეტად დაამწუხრა ქრისტიანები. მათ კონსტანტინეპოლის პატრიარქს პროკლეს სთხოვეს, მეფესთან აღეძრა შუამდგომლობა წმიდა მამის ნაწილების კონსტანტინეპოლში გადმოსვენების შესახებ. ევდოქსიას ვაჟმა, იმპერატორმა თეოდოსი II-მ (408-450) თანხმობა განაცხადა, მაგრამ კომანში სიწმიდის ჩამოსასვენებლად გაგზავნილებმა მღვდელმთავრის კუბოს ძვრაც ვერ უყვეს. იმპერატორი მიხვდა თავის შეცდომას და დაწერა ეპისტოლე, რომელშიც წმიდანს თავისი დედისა და საკუთარი ცოდვების მიტევებას სთხოვდა. როცა ეპისტოლე წმიდა კუბოსთან წაიკითხეს, ის შემსუბუქდა და ადვილად ასწიეს. იოანე ოქროპირის ნაწილების გადასვენება კომანიდან კონსტანტინეპოლში 438 წელს მოხდა. სიწმიდე დიდმოწამე ირინეს სახელობის ტაძარში დაასვენეს. როცა პატრიარქმა ლუსკუმა გახსნა, მღვდელმთავრის ცხედარი უხრწნელი აღმოჩნდა. მეფემ მუხლი მოიყარა მის წინაშე და ცრემლებით ითხოვა შეწყალება. დილით კუბო წმიდა მოციქულთა ტაძარში იქნა გადასვენებული. მრევლმა შესძახა: „მიიღე შენი ტახტი, მეუფე!“ პატრიარქმა და კუბოსთან მდგარმა ღვთისმსახურებმა კი დაინახეს, რომ მღვდელმთავარმა ბაგეები გახსნა და წარმოთქვა „მშვიდობა ყოველთა!“

loading...

პოპულარული

"გიორგი ვაშაძის კანდიდატურა განხილული არ ყოფილა და დიდი ალბათობით, არც მომავალში განიხილება"- ქარდავა საარჩევნო გეგმებზე
"ნაციონალურ მოძრაობაში გიორგი ვაშაძე პრემიერის პოსტზე არ განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული" - უდუმაშვილი
"თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, შეთანხმება ივანიშვილის მიერაა ჩაშლილი" - გიგა ბოკერია
"8 მარტის შეთანხმების ყვცელა პირობის დაცვა იქნება არჩევნების ლეგიტიმაციის წინაპირობა"- ლევან ბეჟაშვილი
"წულუკიანი საარჩევნო სიის თავში კარგი საჩუქარია ოპოზიციისთვის... ჩათვალეთ, რომ სულ მცირე 10% დაკარგული ექნება "ოცნებას" - რომან გოცირიძე
თამო ვარშალომიძე ორსულადაა- ვისგან აჩენს ბავშვს ქართველი სექს სიმბოლო(ვიდეო)
1-ლი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
"მცემეს... ძმაო, ასფალტზე მარტყმევინეს სახე" - ქუთაისში, პოლიციის მიერ მამაკაცის სასტიკი დაკავების კადრები
ვინ დაითვლის ოქტომბერში წიწილებს და იქნება თუ არა ოპოზიციის მაჟორიტართა სიაში ანზორ ბიწაძე - "ივანიშვილის საარჩევნო სურვილებს, რომლის წინააღმდეგაც 11 ამერიკელი კონგრესმენი ითხოვს სანქციების დაწესებას, განხორცეილება არ უწერია"
დაწერე კომენტარი