„88 მონა ზიხართ“ – ბოკუჩავამ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გააპროტესტა

თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პროტესტით შეხვდა.

თინა ბოკუჩავა სხდომაზე კენჭისყრას დაესწრო და უმრავლესობის გადაწყვეტილება შეძახილით გააპროტესტა.

„მონები ხართ, სამარცხვინოები, 88 მონა ზიხართ“, – მიმართა ბოკუჩავამ უმრავლესობის წევრებს.

თინა ბოკუჩავას ზაზა პაპუაშვილი გამოეხმაურა და უზრდელი უწოდა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი იყო.

პოპულარული

"არ ქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მაინც ამ სახელს დავარქმევდით" - რას არქმევენ ბავშვს ილო ბეროშვილი და ანი ბებია (ვიდეო)
26 წლის გოგოს მკვლელობის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა - სურამში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები (ვიდეო)
ყალბი ნაომი კემბელი, ანჯელინა ჯოლი და ქეით მოსი - დემნა გვასალიამ მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა
დადიანის გამზირზე ავტომობილი ტროტუარზე შევარდა და ხესა და ბოძს შორის გაიჭედა - ფოტოები ადგილიდან
დაწერე კომენტარი