“8 ჭრილობა კისერში, 2 გულ-მკერდში, დანარჩენი სხვადასხვა ადგილებზე” – თაკო გამრეკელაშვილის საქმის პროკურორი

ვეფხია ბაქრაძე

ბარნოვზე, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე გამოკითხული სამედიცინო ექსპერტის ჩვენებით, გამრეკელაშვილს მამინაცვალმა 33 ჭრილობა მიაყენა.

“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც უშუალოდ გამოიკვლია გარდაცვლილის გვამი. აღნიშნული ექსპერტიზით და თავად ექსპერტის ჩვენებით დადასტურდა, რომ გვამს აღენიშნებოდა 33 ჭრილობა, ასევე აღენიშნებოდა მრავალი სისხლნაჟღენთი დაზიანება. 33 ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობიდან 8 კისრის არეში იყო შემავალი, 2 გულ-მკერდის არეში, დანარჩენი სხვადასხვა ადგილებზე. კისრის და ყელის არეში არსებულმა დაზიანებებმა გამოიწვია გარდაცვალება”, – განაცხადა შაიშმელაშვილმა.

მისი განმარტებით, ბრალდებულის მიერ მოკლულის დედის, ნათელა გობაძის მიმართ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, მან მორალური და ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა.

პოპულარული

"ეჭვი მქონდა, რომ რაღაც ხდებოდა..." - რას ჰყვება აღაიანში მოკლული ჩვილის მამა არასრულწლოვან ცოლთან ურთიერთობაზე(ვიდეო)
"ქორწილი გვაქვს, ჩვენს ორ პატარას ატარებ მუცლით...ჯვარს ვიწერთ და ვიდრე სიკვდილი ვერაფერი დაგვაშორებს ჩვენ" - რას წერდა ავარიაში დარუპული არჩილ კვაჭაძე მეუღლეს
7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის ახლობლები "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
"ვერ ვასრულებ დანაპირებს და ძალიან ბევრს ვტირი, ბოდიში რომ შენს გოგოსაც ვაწუხებ, მეშინია..." - ოზურგეთში, ავარიისას დაღუპული ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი
დაწერე კომენტარი