8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. დღეს უმჯობესია გადადოთ ყველა საქმე და უბრალოდ დაისვენოთ. შეიძლება გამოაშკარავდეს პრობლემები, რომელთა გახსენებაც არ გინდოდათ. ნუ განაწყენდებით, შეეცადეთ რეალურად შეაფასოთ მომხდარი. ასე თქვენ შეძლებთ ცვლელების განხორციელებასაც და საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებასაც. სახლში სკანდალი გელით. მაგრამ აიყვანეთ თავი ხელში და ნუ აუწევთ ხმას.

კურო. ფინანსურ სფეროში ხელსაყრელი დღე გელით. მოსალოდნელია შორეული მივლინება. კარგი დღეა სპონსორებთან მოლაპარაკებებისათვის. საღამოს დაისვენეთ მეორე ნახევართან ერთად რესტორანში.

ტყუპები. ხელსაყრელი დღეა. თავს ენერგიულად იგრძნობთ, მომატებული გექნებათ შინაგანი ხიბლი და გარშემომყოფების დარწმუნების უნარი. შესაძლოა დამაინტრიგებელი წინადადება მიიღოთ. მაგრამ სანამ დათანხმდებოდეთ, კარგად დაფიქრდით. მოსალოდნელია გაუგებრობები და უთანხმოებები პარტნიორებთან და ახლობელ ადამიანებთან. ასევე გელით გაუთვალისწინებელი ხარჯები ან ბავშვებთან დაკავშირებული სახათაბალო საქმეები.

კირჩხიბი. სახლი – სამსახური, სამსახური – სახლი. ყველაფერი თითქოსდა კარგად მიდის. ცხოვრება ზუსტად არის გაწერილი, მაგრამ ყველაფერშია პატარა კორექტივები შესატანი. შეეცადეთ ეს სწორედ დღეს გააკეთოთ.

ლომი. ლომებს დღეს მოწყენილობა და სიზარმაცე მოგერევათ. მოსალოდნელია ძველ დავალიანებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეჩეხოთ. არაა გამორიცხული, რომ მიმდინარე კრედიტის გადახდისას რაღაც უსიამოვნო გაუგებრობა შეგემთხვეთ.

ქალწული. სავარაუდოდ თანამშრომლები, რომელთაც მეგობრებად თვლით, ყველაზე შეუფერებელ მომენტში დაგაღალატებენ. ამიტომაც არ ღირს მათ იმედად ყოფნა. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.

სასწორი. ვარსკვლავები თვითანალიზისა და საკუთარი შინაგანი სამყაროს უკეთ შეცნობისათვის განგაწყობენ. გაიხსენეთ წარსული, გააკეთეთ აწმყოს ანალიზი და იქნებ მომავალიც გაგეხსნათ. კარგია ამ დღეს დიეტისა და შიმშილობის დაწყება. ალკოჰოლი ძალიან საზიანოა პატარა დოზითაც კი. მოსალოდნელია გულთან დაკავშირებული გართულებები.

მორიელი. ხელსაყრელი დღეა აქტიური მოქმედებებისათვის. ეცადეთ განსაზღვროთ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები და ამის შემდეგ თამამად შეგიძლიათ შეუდგეთ მიზნის მიღწევას. შესაძლებელია გარკვეული სახის ავანტიურა შემოგთავაზონ. მაგრამ მხოლოდ მაშინ დათანხმდით, თუ ყველაფერს კარად აწონ-დაწონით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვების აღზრდის საკითხს, მათ გატაცებებსა და თანატოლებთან ურთიერთობებს.

მშვილდოსანი. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებისათვის. თუ დიდი ხანია ხატვა, სიმღერა, ან ინსტრუმენტზე დაკვრა გინდოდათ, ეს სწორედ ის დღეა, როცა ყველაფერი კარგად გამოგივათ. მაგრამ თუ თქვენ ამ საქმიანობას პროფესიონალურად ფლობთ, მაშინ დიდი წარმატება გელით.

თხის რქა. შესაძლებელია შეგემთხვეთ კონფლიქტი სამსახურში, მაგრამ თუ ემოციებს გააკონტროლებთ, ყველაფერი გაივლის. უარი თქვით მაღაზიებში სიარულზე. ეს კარგით არაფრით დასრულდება. ტყუილად დახარჯავთ ბევრ ფულს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თავის ტკივილი და წნევის მომატება. საღამო სახლში გაატარეთ.

მერწყული. ეს დღე წარმატებული იქნება შემოქმედებითი ადამიანებისათვის. ზოგიერთი მათგანი დღეს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებს. მოსალოდნელია სამსახურეობრივი მივლინება, რაც მნიშვნელოვნად შეავსებს თქვენს ბიუჯეტს. ხელსაყრელი დღეა ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად და საქმიანი მოლაპარაკებებისათვის. ვარსკვლავების განლაგება დაგეხმარებათ ბრწყინვალედ მოახდინოთ საქმიანი იდეების რეალიზება.

თევზები. კიდევ ერთი არასასიამოვნო დღეა. მოსალოდნელია დევნასა და აგრესიას შეეჩეხოთ. ძლიერმა ემოციებმა ან სხვისმა გავლენამ შესაძლოა მთლიანად დაგიპყროთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად სიფრთხილე, თავშეკავება და დაკვირვებულობა გამოიჩინეთ. არ ღირს ღამით სეირნობა და ასევე ახალი ნაცნობობა.

 

loading…

პოპულარული

"თამბაქოს ბიზნესიდან წილი „ქართულ ოცნებაში“ უნდა წასულიყო..." - ახალი სკანდალური ჩანაწერი (ვიდეო)
"დაუძველდა ბორის ივანიშვილს ხრიკები, ყველა არჩევნების წინ რაღაც ჩანაწერებს აგდებს რომ გვინდა არეულობა, "პაკრიშკები," შეტაკებები" - მიხეილ სააკაშვილი
"სამარცხვინოა სრულიად, ყოველი არჩევნების წინ თავს ჭრის „ქართული ოცნება“ ყველა ძალოვან სტრუქტურას" - ნიკა გვარამია
"ნაცვლიშვილ-რამიშვილის მიერ შეიქმნა ფეიკ გვერდი, რომელიც ჩვენი საარჩევნო კამპანიის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს" - გრიგოლ ვაშაძე
"ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური ქმედებები" - თინა ბოკუჩავა არეულობის ბრალდებებზე
კლინიკა „კურაციოში“ მე-6 სართულიდან ხალხით სავსე ლიფტი ჩავარდა
„აი, რატომ იხოცება ამდენი ბავშვი და არა მარტო ბავშვი !!! ვადიანი პროდუქტი აწყვია მაღაზიებში და ყარს!"- რა შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება „ფეისბუკზე“
გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა
"შალალო“ ალაპარაკდა...გისოსებს მიღმა შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციის წევრები" - ადვოკატი ხმაურიან დაჭერებს აანონსებს
დაწერე კომენტარი