8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. ვერძებს დღეს პირად ცხოვრებაში წარმატება ელით. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებისთვის მოხდება შეხვედრა, რამაც მომავალში შესაძლოა სერიოზული სახე მიიღოს. მატერიალური მდგომარეობა პოზიტიური და სტაბილური იქნება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ არის მოსალოდნელი.

კურო. წვრილმანი საყოფაცხოვრებო პრობლემები ვერ გაგიფუჭებენ განწყობას. ამ დღეს ყველაფერში გაგიმართლებთ. თქვენ შეძლებთ გეგმების განხორციელებას და თითქმის სრულად მიუახლოვდებით ოცნებას. მოსალოდნელია დახმარება მიიღოთ ადამიანისაგან, ვისგანაც ამას არ ელოდით. შეეცადეთ ამ დღეს მოინახულოთ მშობლები და მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებს.

ტყუპები. ტყუპებისათვის ეს ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, სასაუბროდ, ოჯახური ურთიერთობებისათვის. მანდილოსანი ტყუპებისათვის დიდია ალბათობა ახალი ნაცნობობის ან რომანტიკული თავგადასავლისა. დღეს შეგიძლიათ ძირადღირებული შენაძენი გააკეთოთ, ან მკურნალობითა და დაავადებათა პროფილაქტიკით დაკავდეთ. მამაკაც ტყუპებს კი ვარსკვლავები ურჩევენ ერიდონ ხმაურია შეკრებებსა და წვეულებებს. ეს ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

კირჩხიბი. დღეს უმჯობესია უარი თქვათ მნიშნელოვან და შრომატევად საქმეებზე. გადამეტებული დატვირთვა მხოლოდ ზიანს მოგიტანთ.

ლომი. ოცნებები, რომლებიც თქვენთვის ყოველთვის არარეალური იყო, დღეს შესაძლოა ასრულდეს. პროფესიულ საქმიანობაში არნახული წარმატება გელით. მხოლოდ საჭიროა საკუტარი თავის რწმენა და სადღაც შორს უნდა გადამალოთ თქვენი გაუბედავობა. 

ქალწული. ამ დღეს ქალწულები შესაძლოა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. სწორედ დღეს ელით მათ ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულება. კარგი დღეა როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობების მოსაგვარებლად. მშვენიერი დღეა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან სასაუბროდ. ძალიან დიდია ალბათობა ჰარმონიული ურთიერთობისა.

სასწორი. ამ დღემ სასწორებს შესაძლოა მოულოდნელი ცვლილება მოუტანოს. ამიტომ არ ღირს არავითარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. თუ მოგიწევთ საუბარი უფროს ნათესავებთან, უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ერიდოთ ყველანაირ კამათს, რადგან ეს კონფლიქტს მოგიტანთ.

მორიელი. დიდი ცვლილებები დაგატდებათ თავს. თქვენ ორჯერ მეტს შეიძენთ, ვიდრე გაქვთ და ამასთან, არაფერს დაკარგავთ.

მშვილდოსანი. დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იქნება, მაგრამ ეს არ აისახება თქვენს ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე. გარშემომყოფებთან მოსალოდნელია უთანხმოებები და ჩხუბიც კი. სავარაუდოდ თქვენ კიდევ ერთხელ ვერ გაგიგებენ. პლანეტები გირჩევენ მიუძღვნათ თქვენი დრო პრობლემების მოგვარებას პირად ცხოვრებაში.

თხის რქა. დღეს შეიქმნება სიტუაცია, როცა ამ ნიშნის თითქმის ყველა წარმომადგენელს მოუწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. შეეცადეთ მიენდოთ საკუთარ ინტუიციას და ეს დაგიცავთ შეცდომებისაგან. თქვენთვის ახლობელ ადამიანთან არ ღირს გარჩევებისას სწორხაზოვნება გამოავლინოთ და იმპულსური ქმედებები ჩაიდინოთ. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ჩხუბი და დაშორებაც კი. თუ კომპრომისს გამონახავთ, ყველაფერი მოგვარდება.

მერწყული. გიჟებს ყოველთვის უმართლებთ! მაგრამ თქვენ არა ხართ მათ რიცხვში და ამიტომაც ვერ ახერხებთ მარტივად ცხოვრებას. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით დღეს. მაგრამ ყველაფერს ღიმილით შეხედეთ და მაშინ სირთულეებიც ასე რთულად აღარ მოგეჩვენებათ.

თევზები. ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის ვარსკვლავები კეთილგნწყობილნი არიან. თქვენს პირად ცხოვრებაში კარგი დრო დგება, რაც უნდა გამოიყენოთ. მიზანდასახულობა, ტემპერამენტი და ემოციურობა პერსპექტიულ ცვლილებებს გამოიწვევს ძველ პარტნიორთან თუ ახალ გაცნობილთან ურთიერთობაში.

პოპულარული

რატომ არ ატარებენ ქალები ბიუსტჰალტერებს 13 ოქტომბერს
დაპირისპირება ვაკეში - ტაქსისტი უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა
"იძულებულ გახადეს ჩემი ძმა, დედაბუდიანად არიან ბო*ები და გათახსირებულები" - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის და (ვიდეო)
"არ დამნებდები და ჩაჯდები ციხეშიო..." - სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებლი "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი