8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ჯანმრთელობა: სპორტულ დარბაზში ან ფიტნეს-კლუბში ვარჯიშის საშუალება თუ არ გაქვთ, უარი თქვით ლიფტზე და კიბეებზე ფეხით იარეთ. ეს თქვენი ორგანიზმისთვის მშვენიერი ვარჯიში იქნება.
კარიერა: წარმატებული მხოლოდ ის საქმე აღმოჩნდება, რომლის გაკეთებასაც თანამოაზრეებთან ერთად დაიწყებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, უარი არ თქვათ იმ კოლეგების დახმარებაზე, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა გაქვთ. მოერიდეთ არაკეთილმოსურნეებს და ისწავლეთ ნამდვილი სახეების გარჩევა ყალბისგან.
სიყვარული: გირჩევთ, ხვალინდელი დღე ოჯახთან ერთად, ბუნებაში გაატაროთ. ბუნებაში სეირნობისთვის შესაფერისი ამინდი არაა? მაშინ ზოოპარკში გაისეირნეთ.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

 

კურო
ჯანმრთელობა: ხვალ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პატარა პრობლემები შეგაწუხებთ, თუმცა, თქვენ მიერ მდგომარეობის გამოსასწორებლად მიღებული ზომები შედეგს აუცილებლად გამოიღებს. სასურველ ფორმაში ჩადგომას მალე შეძლებთ. 
კარიერა: 
მსხვილი ფინანსური პრობლემების გადაჭრისთვის საუკეთესო დროა. ხვალ იოლად გაუმკლავდებით ყველაზე რთულ კითხვასაც კი: „სად ვიშოვოთ ფული?“ მეტსაც გეტყვით. იმის მოფიქრებასაც კი შეძლებთ, ფული როგორ დააბრუნოთ.
სიყვარული: ხვალ კუროები საკუთარ თავზე გამოცდიან, რას ნიშნავს სრული ქაოსი და გაურკვევლობა. გამორიცხული არაა, რომ წიგნის თარო ჩამოვარდეს ან წყლის მილი გასკდეს. ყოველი შემთხვევისთვის, კარგად შეამოწმეთ ონკანები და მილების შეერთების ადგილები. ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს და ცხოველებს, რომ სახლი ყირაზე არ დააყენონ.

 

ტყუპები
ჯანმრთელობა: 
შანსი გაქვთ, ჭეშმარიტებას მიაგნოთ. თუ აქამდე ვერაფრით გაგიგიათ, რა გიშლით ხელს თავი ჯანმრთელად და ძლიერად იგრძნოთ, ხვალ სწორად ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემთ. 
კარიერა: 
ხვალ ბრწყინვალედ უნდა გამოიყურებოდეთ. რა თქმა უნდა, ჭკუაც დაგჭირდებათ, მაგრამ მხოლოდ გარეგნობის შემდეგ. სანამ საპასუხისმგებლო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე ფიქრს დაიწყებდეთ, საკუთარ იმიჯზე იფიქრეთ. ის უნაკლო უნდა იყოს. 
სიყვარული: 
ძალიან ფაქიზად გრძნობთ საყვარელი ადამიანის სულის უმცირეს მოძრაობასაც კი. თუ თავს ცუდად გრძნობს, მოწყენილი და უხალისოა, თქვენს სულშიც რაღაც მსგავსი ხდება. იმედი ვიქონიოთ, რომ მთელი დღე მხიარული, ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი იქნება.

 


კირჩხიბი

ჯანმრთელობა: ამ ხვალ კირჩხიბები ძალისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ, თუმცა, საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ უნდა შეაფასოთ და „ოქროს შუალედს“ მიაგნოთ. 
კარიერა: 
ხვალინდელი დღე საშუალებას მოგცემთ, საკუთარი შესაძლებლობები მომგებიანად გამოიყენოთ. სანამ საქმეს შეუდგებით და „ტემპს აკრეფთ“, გაიხსენეთ, რომ რაღაცების დაძლევას პირველივე ცდაზე ვერ შეძლებთ.მოთმინებით აღიჭურვეთ და მეორედ სცადეთ. 
სიყვარული: 
თუნდაც საყვარელი ადამიანის იდეები ველურობად და ქცევები არაადეკვატურად გეჩვენებოდეთ, გახსოვდეთ, რომ ეს დღე აღმზრდელობითი საუბრებისთვის შესაფერისი არ გახლავთ. საუბარი ხვალისთვის გადადეთ, ახლა კი მოიფიქრეთ, ღირს კი ისეთი ადამიანის გვერდით ცხოვრება, რომელიც ასე იქცევა და აზროვნებს?

 


ლომი
ჯანმრთელობა: 
დასვენების დღეს სიზარმაცეს ნუ მიეცემით. პირიქით, გამოიყენეთ ეს დრო სპორტისა და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებისთვის. უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ, უცხიმო საკვებს. 
ბიზნესი: 
დიდი ხანია, უფროსთან ხელფასის მომატებაზე დალაპარაკებას აპირებთ? გაითვალისწინეთ, რომ ხვალინდელი დღე ასეთი საუბრებისთვის შეუფერებელია. კარგად მოიფიქრეთ არგუმენტები, შეარჩიეთ საუბრის ფორმა, თუმცა საუბარი სხვა დროისთვის უნდა გადაიტანოთ. 
სიყვარული: 
ცდილობთ, პრობლემებს დაემალოთ. ამის შედეგად პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი თქვენს მეორე ნახევარს აწვება. დარწმუნებული ხართ, რომ მარტო ამის ზიდვას შეძლებს და ამ საქმიანობით აღფრთოვანებულია? ბოლოს და ბოლოს, სკანდალი გარდაუვალი იქნება, რაც, ზედმეტი პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს და ეცადეთ, კუჭი ზედმეტად არ გაიღიზიანოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეებში ის მეტისმეტად მყიფე და დაუცველია.
კარიერა: ნუ იჩქარებთ რომელიღაც საქმის დამთავრებას, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ ფინიშთან ახლოს ხართ. ხვალ ბრწყინვალე იდეა გეწვევათ და საქმეს უკეთ დაასრულებთ.
სიყვარული: ხვალ აღმოაჩენთ, რომ თქვენ და თქვენს რჩეულს საერთო ნაცნობი გყავთ, რომელიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაიცანით. ეს კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ დედამიწა მრგვალია და ადრე თუ გვიან, ერთმანეთს აუცილებლად შეხვდებოდით.

 

სასწორი
ჯანმრთელობა: 
თუკი გასულ დღეებში თავს შეუძლოდ გრძნობდით, ხვალიდან თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. რაშიც, დიდწილად, თქვენი სულიერი ჰარმონია და ოპტიმიზმი დაგეხმარებათ.
კარიერა: ნუ იჩქარებთ სამსახურიდან გაქცევას, იმ შემთხვევაშიც, თუკი რამე განსაკუთრებით საინტერესო გელოდებათ. შესაძლოა, სწორედ დღის ბოლოს მოხდეს ისეთ რამ, რის გამოც, პრინციპში, ღირდეს ოფისში გვიანობამდე დარჩენა და რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანის ნამდვილ ზრახვებს შეიტყობთ, რაც თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას შეეხება და რატომღაც არც დადებით და არც უარყოფით ემოციებს არ გამოხატავთ. ყველაფერი დარჩება ისე, როგორც იყო, უბრალოდ, თქვენს სასიყვარულო კავშირს რამდენიმე ახალი ფერი დაემატება.

 

მორიელი
ჯანმრთელობა: იზრუნეთ საკუთარი თმების დაცვაზე გარემოში არსებული ნეგატიური ზემოქმედებისგან. ამ საქმეში E ვიტამინი და B ჯგუფის ვიტამინის შემცველი სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებები დაგეხმარებათ.
კარიერა: 
დროა, იფიქროთ უფრო მნიშვნელოვან საქმეზე, ვიდრე საკუთარი მოგებაა. ხომ არ ავნებს თქვენი საქმიანობა ვინმეს? ხომ არ აბინძურებთ გარემოს? ხომ არ უწყობთ ხელს საზოგადოების დეგრადაციას? ფილოსოფიური განწყობა გექნებათ – იქნებ მოიფიქროთ, როგორ გააუმჯობესოთ ცხოვრება?
სიყვარული: საყვარელ ადამიანს სურვილი გაუჩნდება, გაიგოს, რას გრძნობთ მის მიმართ და საერთოდ, რა ხდება თქვენს გულში, თუმცა, ამის გაგება არც ისე მარტივი იქნება, ამიტომ თქვენი რჩეული შეეცდება, თქვენს მაგივრად იფიქროს. მოგიწევთ დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს ნამდვილად მდიდარი ფანტაზია აქვს.

 

მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ნუ ეცდებით, იმაზე მეტი გააკეთოთ, ვიდრე თქვენს ორგანიზმს შეუძლია. ხვალინდელი დღე არ არის საუკეთესო რეკორდებისა და ეპოქალური მიღწევებისთვის. გაუფრთხილდით საკუთარ თავს.
კარიერა: ძალიან მოეშვით, დაიღალეთ და თავს ისე გრძნობთ, როგორც ბორბალში გაჭედილი ციყვი? ხვალ არა მხოლოდ კოლეგების მხარდაჭერისა და თანადგომის მოპოვებას შეძლებთ, არამედ დირექტორისაც, რომელიც თქვენთან შესახვედრად მოვა. ამგვარად ის საკუთარ თავს თქვენთვის სასიამოვნო და უცნობი კუთხით დაგანახვებთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჭირდება ნებისმიერ საკითხში გადაწყვეტილების მიღება. უბიძგეთ მას, გაამხნევეთ ან შეაკავეთ მნიშვნელოვანი, მაგრამ სახიფათო ნაბიჯის გადადგმისას. მოკლედ, მისი კეთილდღეობა მხოლოდ თქვენს ხელში იქნება. ასე რომ, გონივრულად იმოქმედეთ.

 

თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები ზიანს ნაკლებად მოგაყენებთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ კიდეც მათ მიღებას. თუმცა, სანამ მათ ცხოვრებაში განახორციელებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
კარიერა: მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ინტერესებშია, შესაძლოა, თქვენს გარეშე გადაწყდეს. არ ღირს, ანალოგიური ქმედება ვინმეს აიძულოთ – აკონტროლეთ სიტუაცია.
სიყვარული: ხვალ შეეცდებით, საყვარელი ადამიანი უფრო მეტად გააბედნიეროთ. ამიტომ მოგიწევთ, გამომგონებლის ნიჭი გამოავლინოთ. გაიხსენეთ ყველაფერი, რა მოსწონს ან რა შეიძლება მოეწონოს მას და რა ფორმით შეიძლება მიაწოდოთ ეს ყველაფერი თქვენს რჩეულს.

 

მერწყული
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, შინაურ და განსაკუთრებით გარეულ ცხოველებთან ურთიერთობისგან თავი შეიკავოთ. პრობლემების წარმოქმნის რისკი საკმაოდ დიდია. თუმცა, თქვენს ცხოველებს ეს ნაკლებად შეეხება.
კარიერა: ხვალინდელი დღე შესანიშნავია თანამშრომლობის, პარტნიორობის და შესაძლოა, ბიზნესის გაერთიანების საკითხებზე სამუშაოდ. ხვალ დაწყებული მოლაპარაკებები საკმაოდ დიდი ხნით გაიწელება, მაგრამ, სამაგიეროდ, შედეგი აუცილებლად გაგახარებთ.
სიყვარული: თუკი უკვე ყველაფერი დასრულდა, თუკი უკვე დიდი ხანია, იცით, რომ განშორების დრო დადგა, სწორედ ხვალინდელ დღეს შეძლებთ შესაბამისი სიტყვების წარმოთქმას. დიახ, სრულიად შესაძლებელია, რომ რომელიმე თქვენგანი ურთიერთობის გაწყვეტაზე სულაც არ ფიქრობდეს. არ გამოირიცხება ისიც, რომ თქვენი ურთიერთობა აღელვებულ მდგომარეობაში გაარკვიოთ, მაგრამ… ნებისმიერი სხვა დღე მხოლოდ უარესი იქნება.

 

თევზები
ჯანმრთელობა: თუ გსურთ, თავი კარგად იგრძნოთ, აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება თქვენს ჩვევებზე. კერძოდ, ახლა ყველაზე კარგი პერიოდია იმისთვის, რომ რომელიმე მავნე ჩვევისგან განთავისუფლდეთ.
კარიერა: დიდხანს არ მოგიწევთ ფიქრი, რით უნდა დაკავდეთ პირველ რიგში. სამსახურში აშკარა იქნება მნიშვნელოვანი დავალებების იერარქია და თუკი მათ წინააღმდეგ მოქმედებას დაიწყებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი სამუშაო დღე უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოთ.
სიყვარული: ხვალ აუცილებლად უნდა გამოავლინოთ გადაწყვეტილების მიღების უნარი და მტკიცე ხასიათი, რადგან ამ თვისებების გარეშე პირად ცხოვრებაში წარმატებას ვერ მიაღწევთ. მათი გათვალისწინებით ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი არ გადააჭარბებთ ამ ძლიერი და საშიში „იარაღით“ სარგებლობას.

loading…
გააკეთე კომენტარი!