70 წლამდე მამაკაცი პედოფილიაშია ბრალდებული – „ის ნაბი**არი იჯდა და საბავშვო მოედანს მისჩერებოდა“

კანფეტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მამაკაცს, რომელიც 5 და 7 წლის გოგონებთან გარყვნილ ქმედებაში იყო ბრალდებული.

ფაქტს, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თაია მახარაშვილი გამოეხმაურა, რომელიც მის მეზობლად პედოფილიის კიდევ ერთ სავარაუდო შემთხვევაზე წერს. საუბარი 70 წლამდე ასაკის მამაკაცზე, რომელიც უკვე დაკავებულია:

„ჩემს წინა კორპუსში ცხოვრობს ასეთი პედოფილი, რომლის სასამართლო ახლა მიმდინარეობს. მისი სამეზობლო თავს დებს მის პატიოსნებაზე და წესიერებაზე: რას ამბობთ, კაცი აგერ ეზოში ჩამოდის, ჯდება წყნარად პარკში და ცუდს არაფერს აკეთებს, კარგი სალამი იცის და ბავშვებისთვის ხშირად ტკბილეულს ყიდულობსო.

ის ნაბიჭვარი იჯდა და კორპუსებს შორის მოწყობილ საბავშვო მოედანს მისჩერებოდა მთელი დღე. ტკბილეულის ყიდვაც რა ტაქტიკა იყო, კი მიხვდებით.

აი, იმ კორპუსის მთელ სამეზობლოს მოვიკითხავ დიდი სიყვარულით. თუ სადმე სამართალია, ამ ნაგავსაც 6-7 წელს მიარჭობენ, მაგრამ სასჯელი გასამკაცრებელია. აღრიცხვაზე ასაყვანები არიან და ყოველგვარი პერსონალური მონაცემების დაცვის გარეშე უნდა იცოდეს საზოგადოებამ, როცა ასეთი კაცი ციხიდან გამოდის”.

loading...

პოპულარული

პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
დაწერე კომენტარი