“7 წლის წინ გარდაცვლილ ქმარს სთხოვდა, იქნებ შენთან წამიყვანოო” – რას წერდა დღიურში დაკარგული ესმა შარტავა

სამტრედიაში მცხოვრებ 40 წლის ქალს 27  ივლისიდან ოჯახი უშედეგოდ ეძებს

ესმა შარტავას კუთვნილი ავტომანქანა 28 ივლისს, კრიმინალისტებმა, გრიგოლეთის გზაზე იპოვეს.

როგორც „ახალ თაობას“ დაკარგულის დამ განუცხადა, მისი დის ავტომანქანაში წერილი და მისი კუთვნილი დღიური იპოვეს. სოფიო შარტავას თქმით, წერილში იგი შვილსა და ოჯახს ემშვიდობებოდა,  ხოლი დღიურში მისი ავადმყოფიბის შესახებ წერდა.

ოჯახი წერილის საფუძველზე ვარაუდობს, რომ ესმა შარტავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სოფიო შარტავა, დაკარგულის და:

– ჩემი  და სახლიდან  პარასკევს, 27 ივლისს დილით გავიდა. შაბათს კი მისი კუთვნილი ავტომობილი  კრიმინალისტებმა გრიგოლეთის გზაზე იპოვეს.  მანქანაში წერილი და მისი დღიური იყო. წერილში შვილს, მამუკას  და ოჯახს ემშვიდობებოდა: „ჩემი სასუფეველი ზღვის ფსკერიაო“. სწორედ ამიტომ ვვარაუდობთ, რომ მან თავი დაიხრჩო.

– ქალბატონო სოფიო, რა ეწერა დღიურში?

– სიმსივნე ჰქონდა და მოყინვა გაუკეთებია. ჩანაწერებში ის წერდა,  თავის ტკივილები როგორ ჰქონდა, რამდენი ჰქონდა წნევა, რა აწუხებდა, რა წამალს ღებულობდა, სწორედ ამ დეტალებს წერდა. ძალიან მტკივა თავი და ტკივილებს ვერ ვუძლებო. ასევე მის მეუღლეს, რომელიც 7 წლის გარდაიცვალა, დამასვენე, იქნებ შენთან წამიყვანოო.

– გამოდის, თქვენი და მისი ავადმყოფობის შესახებ გიმალავდათ.

– დიახ, არავინ არ იცოდა. ერთადერთი, ვინც ამის შესახებ ფლობდა ინფორმაციას, მისი შვილის დამრიგებელია. ის ტკივილებს მარტოდმარტო, ოჯახისაგან ფარულად ებრძოდა.

– მედიაში თქვენი დის თვითმკველობის სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა.  თქვენ რას ფიქრობთ,რა შეიძლებოდა ყოფილიყო სუიცდის  მიზეზი?

– ვერ გეტყვით, ოჯახს არანაირი ვერსია არ გვაქვს. რაც შეეხება მედიას, ოჯახი მოვუწოდებთ,  სანამ ინფორმაციას გაავრცელებენ, გადაამოწმონ. მედიაში გავრცელდა ჩემი დის ასაკი არასწორად, ასევე, გავრცელდა, თითქოს იგი ვალების გამო, თავს გრიგოლეთში ნათესავთან აფარებდა. არანაირი ვალები, არც არანაირი ნათესავი გრიგოლეთში ჰყოლია. ამ ეტაპზე ოჯახი ძალიან დიდ ტრაგედიას განვიცდით და მედიას ვთხოვთ, ცოტა თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის  გავრცელებისგან.

– შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი და თქვენი დის ბოლო შეხვედრა?

– მე და ჩემი და ბოლოს, მისი გაუჩინარებადმე წინა დღეს, ხუთშაბათს შევხვდვით. სწორედ იმ დღეს, მეორე დის მამამთილი დაკრძალვა იყო, შემდეგ საღამოს ჩვეულებრივად ვისაუბრეთ. ისეთი კონკრეტული რაიმე საეჭვო არ შემინიშნავს, უბრალოდ, ცოტა უხასიათოდ იყო.

„ახალი თაობა“ შინაგან საქმეთა სამინიტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.  მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“ახალი თაობა”

loading…

პოპულარული

გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა
"შალალო“ ალაპარაკდა...გისოსებს მიღმა შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციის წევრები" - ადვოკატი ხმაურიან დაჭერებს აანონსებს
"მამაჩემს უთქვამს ჩემზე, ეგ თავის შვილებს ნახულობს კვირაში ერთხელ და სხვისას რავა მეიტაცებდაო..." - ვისში აერია პოლიციას ნიკა ქავთარაძე
„ყარს დანიის სამეფო“ და ყანდიაშვილ-ფოფხაძის პოლიტიკური გვამების სუნი ასდის“, - თაკო ჩარკვიანი
დაწერე კომენტარი