7 ივნისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

მესამედ პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი

მესამედ პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი (დაახლ. 850). როცა წმიდა იოანე ოქროპირი (ხს. 13 ნოემბერს) გადაასახლეს, კონსტანტინეპოლში შფოთი ატყდა. ამასთან დაკავშირებით წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ემესაში გადააბრძანეს, აქედან კი სარკინოზთა თავდასხმების დროს (810-820) კომანში ჩამოასვენეს. ხატმბრძოლთა ერესის მძვინვარების ჟამს სიწმიდე მიწაში ჩაფლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ პატრიარქ ეგნატეს (847-857) უფლისგან ეუწყა წმიდა იოანე წინამორბედის პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი. მწყემსმთავარმა ამის შესახებ იმპერატორს აუწყა. მან კომანში გააგზავნა ელჩები, რომლებსაც პატრიარქის მიერ მითითებულ ადგილას დახვდა სიწმიდე. ეს მოხდა 850 წელს. მოგვიანებით ნათლისმცემლის თავი კვლავ კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და საიმპერატორო სასახლის კარის ეკლესიაში დააბრძანეს. მისი ნაწილი ინახება წმიდა ათონის მთაზე.

მესამედ პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი

წმიდა მღვდელმოწამე თერაპონტე

წმიდა მღვდელმოწამე თერაპონტე, კვიპრელი ეპისკოპოსი (IV) დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას თამამად აღიარებდა ქრისტეს სარწმუნოებას, რისთვისაც მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი შეიქმნა. მღვდელმოწამის წმიდა ნაწილები კვიპროსზე განისვენებდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა, 806 წელს კი, სარკინოზთა თავდასხმების შიშით კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. გზაში წმიდა ნაწილებიდან მირონმა იწყო დენა. აღსრულდა სასწაულიც: წმიდანის მეოხებით ხომალდი საშინელ ქარიშხალს გადაურჩა. სიწმიდე ღვთისმშობლის ხატის ელეუსას (დღესასწაული – 12 ნოემბერს) სახელობის ტაძარში დააბრძანეს. იმავე წელს წმიდა ნაწილები წმიდა თერაპონტეს სახელობის ტაძარში გადაიტანეს, სადაც კვლავ გაგრძელდა სასწაულების აღსრულება.

წმიდა მღვდელმოწამე თერაპონტე

პოპულარული

"ნიკა ცაცია არ არის..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის დედის პირველი კომენტარი (ვიდეო)
"პოლიციელები გამოძიების მიერ დაიკითხნენ მე-15 დღეს, მას შემდეგ, რაც გიორგობიანის გვარი ფეთქდება" - არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გიორგობიანს და შაქარაშვილის საქმეს შორის?
შაქარაშვილის მეგობრები შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდნენ - რა შეუსაბამობებია სატელეფონო ჩანაწერებში
უმაროვის მკვლელობა ნიშნავს, რომ ხვალ ჩემთან და გაბუნიასთანაც მოვლენ - ტუმსო აბდურახმანოვი
მარჯვენა ხელის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობები ტუჩზე, ნაპოვნია ფეხშიშველი - ახალი, სკანდალური გარემოებები 19 წლის ფეხბურთელის საქმეში
"ანგელოზივით ცოლი ჩაცხრილა... ალბათ ისევ მთვრალი იყო..."- ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც სურამში ქმარმა მოკლა
სასტიკი მკვლელობა სურამში - ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი საწოლში ჩაცხრილა
ადგილი სადაც „ოქროს მოწმე“ იმალებოდა, გადამწვარია - ადვოკატი
ია ფარულავამ ფილმ "სიყვარული ვენახშის" შემდეგ პირველად მკერდი გამოაჩინა(ფოტო)
დაწერე კომენტარი