7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. სიფრთხილე გამოიჩინეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დიდია ალბათობა ჯიბის ქურდების ხაფანგში გაებათ. ეცადეთ დიდი ფული თან არ ატაროთ და ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯიბეებს.

კურო. კუროები გაიხსენებთ რა უდარდელად და მარტივად ცხოვრობდით ბავშვობაში. თუ თავს მხიარული სიცილისა და ანცობის უფლებას მისცემთ მთელი დღის განმავლობაში კარგადაც დაისვენებთ, განიტვირთებით და ნერვულ სისტემასაც აღიდგენთ.

ტყუპები. სამსახურში თქვენი წინადადება ვერ მოიპოვებს მხარდაჭერას თანამშრომელთა შორის. ამის გამო ნუ ინერვიულებთ, სიტუაცია შესაძლოა ნებისმიერ წუთს კარდინალურად შეიცვალოს.

კირჩხიბი. მამაკაცი კირჩხიბებისთვის ეს დღე იქნება კრიტიკული და საშიშიც კი. თქვენი ჯანმრთელობა ამ დღეს შესაძლოა მკვეთრად გაუარესდეს. ასევე არის საშიშროება სხვადასხვა სახის ტრავმებისა. შეეცადეთ მარტომ არ ისეირნოთ. გამორიცხეთ სწრაფად სიარული, რაც საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს. მანდილოსანი კირჩხიბებისთვისაც არ იქნება ეს დღე მარტივი. მათ ელით გართულებები პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ ძალიან მტკივნეულად არ მოახდინოთ რეაგირება ახლობელი ადამიანების შენიშვნებზე.

ლომი. ეს ძალიან არახელსაყრელი დღეა განსაკუთრებით მამაკაცი ლომებისათვის. დღეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა ძლიერ გაუარესდეს. არ ღირს სერიოზული შენაძენის გაკეთება, – ის წარუმატებელი აღოჩნდება. ვარსკვლავები გირჩევენ ერიდოთ ხმაურიან შეკრებებსა და წვეულებებს. ეს ცუდად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. მანდილოსანი ლომებისათვის მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული თავგადასავალი.

ქალწული. დღეს იგრძნობთ შემოქმედებითი აქტივობის მოზღვავებას, რაც ძალიან იმოქმედებს პროფესიულ საქმიანობასა და კარიერაზე, ასევე მეგობრებთან ურთიერთობაზე. თუ შეძლებთ მიმართოთ თქვენი ნიჭი და უნარი საყვარელი საქმისაკენ, ეს შესანიშნავ შედეგებს გპირდებათ. არსებობს შანსი შექმნათ რაღაც განსაკუთრებული. ამ დღეს თქვენ პირადი ბედნიერება გელით. შეეცადეთ შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

სასწორი. სწორედ დღეს თქვენთვის აუცილებელია გაიხსენოთ უკანასკნელი ნახევარი წელი. გადახედოთ რა არ გააკეთეთ სწორად. ეს დაგეხმარებათ შეცდომების გამოსწორებაში. კარგი დღეა ქაღალდებთან სამუშაოდ.

მორიელი. წვრილმანი საყოფაცხოვრებო საქმეები ვერ შეძლებენ თქვენი განწყობის გაფუჭებას. თქვენ შეძლებთ ახალი საქმის დაწყებას, რაც საკმაო შემოსავალს მოგიტანთ. შესაძლოა საერთო ენა გამონახოთ იმ ადამიანებთან, როლებიც ადრე ძალიან გაღიზიანებდნენ. მოსალოდნელია შორეული ნათესავისაგან ამბავი შეიტყოთ, რომელზეც დიდი ხანია არაფერი გსმენიათ.

მშვილდოსანი. არახელსაყრელი დღე ელით განსაკუთრებით მანდილოსან მშვილდოსნებს. შენაძენი, რომელსაც დღეს გააკეთებთ, შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს. შესაძლოა გაგიუარესდეთ განწყობა. რეკომენდებულია ერიდოთ ხმაურიან შეკრებებსა და წვეულებებს. მამაკაცი მშვიდლოსნებისათვის მოსალოდნელია ახალი ახალი ნაცნობობა ან მოულოდნელი რომანტიკული თავგადასავალი, რაც მომავალში მხოლოდ ზედმეტ თავსატეხსა და სანერვიულოს მოგიტანთ.

თხის რქა. ამ დღეს წარმატება იმ თხის რქებს ხვდებათ წილად, ვინც შემოქმედებითი საქმიანობითაა დაკავებული. შეეცადეთ ყურადღება არ მიაქციოთ სხვადასხვა ჭორებს, რომლებსაც არაკეთილმოსურნენი გივრცელებენ. დღეს ასევე მოსალოდნელია ნათესავებთან ურთიერთობის გაუარესება, რომლებიც კიდევ ერთხელ ვერ გაგიგებენ. მაგრამ არ შეიცვალოთ თქვენი რწმენა და იარეთ მიზნისაკენ სუფთა სინდისით.

მერწყული. მერწყულებს ხელსაყრელი დღე ელით. ყოველი დღეს დაწყებული საქმე წარმატებით იქნება რეალიზებული. ამ დღეს ღირს გარშემომყოფთა მოსაზრებების გათვალისწინება. შეეცადეთ მიენდოთ განსაკუთრებით საკუთარ ინტუიციას. ამ დღემ შესაძლოა ახალი საინტერესო რომანტიკული პაემანი მოგიტანოთ. კარგი დღეა შინაური ცხოვრელის შესაძენად.

თევზები. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად ან საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. შეეცადეთ ამ დღეს ზედმიწევნით შეასრულოთ ხელმძღვანელობის მითითებები და არ მისცეთ მათ უკმაყოფილების საბაბი. ეს არაა ხელსაყრელი დღე უკმაყოფილების გამოსავლენად. ასევე არახელსაყრელი დღეა ჯანმრთელობისათვის. მოსალოდნელია მკვეთრი და უეცარი ცვლილებები განწყობისა, ცუდი სიზმრები, თავის ტკივილები და მოწამვლა.

პოპულარული

რატომ არ ატარებენ ქალები ბიუსტჰალტერებს 13 ოქტომბერს
დაპირისპირება ვაკეში - ტაქსისტი უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა
"იძულებულ გახადეს ჩემი ძმა, დედაბუდიანად არიან ბო*ები და გათახსირებულები" - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის და (ვიდეო)
"არ დამნებდები და ჩაჯდები ციხეშიო..." - სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებლი "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი