7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ეს დღე განწმენდას, მონანიებასა და ლოცვას უნდა მიუძღვნათ. ბევრი ამ დღეს სინდისის ქენჯნას იგრძნობს და ეკლესიაში წასვლის სურვილი გაუჩნდება. გააცნობიერეთ წარსულის შეცდომები და მომავალზე იფიქრეთ. ბრძენს უთქვამს „ნუ ფიქრობ დაცემაზე, როცა ფრთები გაქვს“.

 

კურო
სავარაუდოდ, ამ დღეს უსიამოვნებები გელით. ყველაზე მტკივნეული იმ ადამიანის ღალატი იქნება, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდით. ეცადეთ, წვრილმან უსიამოვნებებზე არ ინერვიულოთ, რადგან ამას სიკეთე არავისთვის მოუტანია. იპოვეთ ძალა, რომ შეუნდოთ და თავადაც პატიება ითხოვოთ. სასურველია, ეკლესიაში წასვლა.

 

ტყუპები
კოსმოსიდან მომავალი დადებითი ენერგიის მიღების, მოწყალების გაცემისა და სიყვარულის დღეა. გაერიდეთ ყოველდღიურ რუტინას და განმარტოვდით. გახსოვდეთ, სულიერება მატერიალურ კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანია.

 

კირჩხიბი
ამ დღეს ოჯახური სითბო და მყუდროება მოგენატრებათ, მით უმეტეს, რომ კირჩხიბები ოჯახის მოყვარულები არიან. კეთილმოწყობილი და თბილი სახლი, სადაც ახლობლების მხიარული ხმები ისმის, თქვენი ბედნიერების მთავარი და აუცილებელი პირობაა. შეკრიბეთ ოჯახის წევრები და ნათესავები და მხიარული წვეულება მოაწყვეთ. სახლი ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე მყუდროდ და დაცულად გრძნობთ და არსად ისე ბედნიერი არ ხართ, როგორც ახლობლების გარემოცვაში.

 

ლომი
ეს დღე უამრავ ახალ და მრავალფეროვან შთაბეჭდილებას გპირდებათ. გამორიცხული არაა, რომ შობის შემდეგ, ადამიანთან, ვინც გიყვართ და ვის წინაშეც თავს დამნაშავედ გრძნობთ, სტაბილური ურთიერთობა დაამყაროთ. თუ ხვდებით, რომ ვიღაცასთან ბოდიში მოსახდელი გაქვთ, საკუთარ ამპარტავნებას უნდა გადააბიჯოთ. სასურველია ეკლესიაში ვიზიტი.

 

ქალწული
მშვენიერი დღეა ხელმძღვანელობასთან და საქმიან პარტნიორებთან შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამ დღეს ბევრი ქალწული ახლობელს დახმარების ხელს გაუწვდის. თქვენი სიკეთე და ქველმოქმედება უმცროსი თაობის წარმომადგენლებისთვის მაგალითად უნდა იქცეს.

 

სასწორი
ეს დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ საბოლოოდ გათავისუფლდეთ უსიამოვნო სიტუაციებისგან, გაუგებრობისგან და თქვენი მისამართით გამოთქმული პრეტენზიებისგან. ისწავლეთ პოზიტიურად ფიქრი და მოერიდეთ გარესამყაროსგან უსიამოვნებების მიღებას. მატერიალურზე ფიქრები დაგამძიმებთ. უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ მეორე ნახევარსა და ახლობელ ადამიანებს.

 

მორიელი
პლანეტების ჰარმონიული წყობა განსაკუთრებულ კეთილდღეობას მოგიტანთ. ეს დღე შესანიშნავია შეხვედრებისთვის, ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ბავშვებთან და საყვარელ ადამიანებთან კონტაქტს შესანიშნავად დაამყარებთ. შესაძლოა, მოულოდნელად საჩუქარიც მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სახლში სტუმრები დაპატიჟოთ, გაახაროთ ისინი საჩუქრებით, განსაკუთრებული კერძებით, სასმელებითა და გართობით.

 

მშვილდოსანი
ეფექტური დახმარება, ქველმოქმედება, სიკეთე – ეს ყველაფერი კარგ შედეგს მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ უფრო მეტად დაუახლოვდეთ ადამიანებს და გახდეთ უფრო გულღია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ სხვების პატივისცემის დამსახურებას, რაც გაცილებით კარგია, ვიდრე თავაზიანი გულგრილობა.

 

თხის რქა
ამ დღეს პასუხისმგებლობის გრძნობა გაგიძლიერდებათ. სერიოზულად გადახედავთ წარსულის გამოცდილებას. რეკონსტრუქციის, გადაკეთების, სულიერი სრულყოფილების სურვილი გაგიჩნდებათ. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სითბოსა და ოჯახურ კომფორტს. აუცილებლად გაუკეთეთ საშობაო საჩუქრები ოჯახის წევრებს და არ დაგავიწყდეთ ეკლესიაში წასვლა.

 

მერწყული
ეს დღე პიროვნული სრულყოფილების გაუმჯობესებაში შეგიწყობთ ხელს. ახალი და საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ, რომელიც ახალ რეალობას დაგანახვებთ. კარგი იქნება, თუკი შობის დღესასწაულზე მეგობრებსა და ახლობლებს სახლში დაპატიჟებთ ან მათთან სტუმრად წახვალთ. შესაძლოა, ისეთი საჩუქარი მიიღოთ, რომელიც საოჯახოდ გამოგადგებათ.

 

თევზები
ეს დღე შეგიძლიათ საჩუქრებსა და ზოდიაქოს ნიშნებს დაუთმოთ. თავადაც არ დარჩებით წაგებული. ნაკლები ილაპარაკეთ და უფრო მეტი იმოქმედეთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კონკრეტულ საქმეებსა და ადამიანების დახმარებას ეხება.

loading…

პოპულარული

"კალანდია, დიდადაც უნდათ დაიჭირონ, მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ, თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ" - სუბელიანის სკანდალური აღიარება ხორავას ქუჩის საქმეზე
"ხელისუფლებას თუ უნდა, რომ გადარჩეს, ძალიან დიდი და სერიოზული თავები უნდა გააგოროს" - გია ხუხაშვილი სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს
ვიქტორ ჯაფარიძე ციხეში მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს - „არასერიოზულად მივიჩნიე მირზას საუბარი“
„...კი, თავში ჩავარტყამთ...“ - ირაკლი კობახიძე მირზა სუბელიანის სკანდალურ ჩანაწერს „წარუმატებელ სპექტაკლს“ უწოდებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი