7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ჯანმრთელობა: მხრებში გასწორდით და ისწავლეთ გამართულად სიარული. თუ ოფიცერივით გაჭიმული დადიხართ და ხერხემლის გამრუდების საშიშროება არ გემუქრებათ, ჩაუტარეთ შემეცნებითი საუბრები მათ, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებთ.
კარიერა: თქვენი მუშაობის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, დილას რომელ ფეხზე ადგებით. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. დროულად და მყარად თუ ადგებით ლოგინიდან და სახლის ჩუსტებსაც მიაგნებთ, დიდი შანსი გაქვთ, წარმატებული დღე გქონდეთ.
სიყვარული: საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილი თუ დაგითმეს, არ ნიშნავს, რომ დაბერდით. ვიღაცამ იმიტომ არ გაგიღიმათ, რომ სასაცილოდ გამოიყურებით. უბრალოდ, დღეს კარგ ადამიანებს იზიდავთ. იქნებ ამ შესაძლებლობით ისარგებლოთ და ბედნიერი თანაცხოვრებისთვის მათ შორის საუკეთესო შეარჩიოთ?

იზრუნე ჯანმრთელობაზე

 

კურო
ჯანმრთელობა: რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღეთ. გაითვალისწინეთ, რომ სითხეში ალკოჰოლური სასმელი არ იგულისხმება. კარგი იქნება, თუ ამ ზედმეტი ბუტერბროდის მირთმევას, ზედმეტი ფინჯანი ჩაის დალევას ამჯობინებთ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახლომახლო საზოგადოებრივი ან საკუთარი საპირფარეშო გეგულებათ.
კარიერა: მხნე და ხალისიანი მუსიკა შრომით საქმიანობაში დაგეხმარებათ. ყველაფერი მუსიკის რიტმში აკეთეთ და ეცადეთ, არ ჩამორჩეთ. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, საქმეები ჩვეულზე ადრე დაასრულოთ და ყავის დალევის დროც დაგრჩეთ. 
სიყვარული: 
ეცადეთ, საყვარელი ადამიანის სიტყვებში ფარული აზრი ამოიკითხოთ. ხვალ მისი საუბარი სავსეა მინიშნებებით, რომლებიც, ვალდებული ხართ, ამოხსნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი, როგორც საყვარელი ადამიანის ფასი, გროშია. მისი აზრით, რასაკვირველია. არც ის დაივიწყოთ, რომ შავი კატის ძებნა ბნელ ოთახში, როცა ის იქ არ არის, უშედეგო საქმიანობაა.

 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ ცხიმიანს, განსაკუთრებით თუ ეს ცხიმიანი თევზია, ახლოს არ გაეკაროთ.
კარიერა: როგორ საინტერესოდაც არ უნდა გეჩვენოთ, ხვალ არასამუშაო თემებზე საუბრისგან თავი უნდა შეიკავოთ. შესაძლოა, ზედმეტის ცოდნამ კოლეგებთან თქვენი სამომავლო ურთიერთობა გაართულოს, რაც არაფერში გჭირდებათ.
სიყვარული: მოძალებული გრძნობების შეკავება გიჭირთ და გსურთ, მთელმა სამყარომ გაიგოს, რომ გიყვართ. თუმცა სამყარო ამ სიახლის ადეკვატურად აღქმისთვის მზად არ არის. სხვათა შორის, არც თქვენი გრძნობის ობიექტი. ამიტომ გირჩევთ, გრძნობები ჯერჯერობით თქვენთვის შეინახოთ, ან ქაღალდზე გადაიტანოთ.

 

 

კირჩხიბი
ჯანმრთელობა: მოწყენილი და სევდიანი სახე თქვენ და თქვენ ორგანიზმს ვერაფრით დაეხმარება, ამიტომ, ყველა სირთულის მიუხედავად, ეცადეთ, გაიღიმოთ. 
კარიერა: 
ხვალ შეგიძლიათ, საკუთარ თავს დასვენების უფლება მისცეთ. საკმაოდ ბევრი იმუშავეთ და რაღაც პერიოდის განმავლობაში, საქმე ინერციით წავა. თქვენ კი შეძლებთ, მშვიდი სინდისით, მოვლენებს გვერდიდან დააკვირდეთ. 
სიყვარული: 
ხვალ თქვენს რჩეულს იუმორის გრძნობის დეფიციტი ექნება და თქვენც კი ვერ შეძლებთ, ეს სასარგებლო თვისება გაუზიაროთ. ეცადეთ, ამ თემაზე მეტისმეტად ბევრი არ იხუმროთ, თორემ მისი რეაქცია ხუმრობის სურვილს დიდი ხნით გაგიქრობთ.

 

ლომი
ჯანმრთელობა: 
როგორც ჩანს, მჯდომარე ცხოვრების წესი თქვენს ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ აისახება, ამიტომ ეცადეთ, მეტი იმოძრაოთ და ორგანიზმის ტონუსში მოყვანაზე იზრუნოთ. 
კარიერა: 
როგორც არ უნდა დასრულდეს ჩახლართული სიტუაცია თქვენს სამსახურში, მნიშვნელოვან გავლენას ვერაფერზე მოახდენს. სხვა საქმეა, რომ თქვენ სხვა თვალით დაუწყებთ ყურებას იმ კოლეგებს, რომლებმაც შემთხვევით, თავიანთი არცთუ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინეს. 
სიყვარული: 
ხვალ აღმოაჩენთ, რომ თქვენი რჩეული გაცილებით პრაქტიკული და მიწიერი ადამიანია, ვიდრე გეგონათ. ეს ნიშნავს, რომ მასთან ერთად მთვარის შუქზე საუბარი ნაკლებად რომანტიკული იქნება, თუმცა მასთან ერთად, დაზვერვაში წასვლა – საიმედო. ბოლოს და ბოლოს, თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია?

 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ რაც შეიძლება მეტი ბროწეული ან ბროწეულის წვენი მიირთვით, რადგან ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. თუმცა, არც ის დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი წესიდან არსებობს გამონაკლისი, ამიტომ ზომიერების დაცვა ყველაფერში კარგია.
კარიერა: ხვალ მხოლოდ იმ ადამიანებთან უნდა გქონდეთ ურთიერთობა, რომლებიც ოპტიმიზმით „დაგმუხტავენ“. მოერიდეთ სტრესებს, რადგან შეიძლება ამან თქვენს ჯანმრთელობაზე მოახდინოს გავლენა, თქვენ კი უახლოეს ხანში, სასიამოვნო სიურპრიზი გელით და აუცილებლად კარგ ფორმაში უნდა იყოთ. 
სიყვარული: 
უფროსი თაობის ავტორიტეტი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით. ისინი და მათი ცხოვრებისეული გამოცდილება საშუალებას არ გაძლევთ, რომ ინტუიციასა და შინაგან ხმას მიენდოთ, რომლებიც შეუმცდარ პასუხს გკარნახობენ. იქნებ მოახერხოთ და ყური დაუგდოთ.

 

სასწორი
ჯანმრთელობა: 
ფრთხილად იყავით ალკოჰოლთან მიმართებაში. შეეცადეთ, მისი მიღება მინიმუმამდე დაიყვანოთ: დათრობა სიამოვნებას დიდად ვერ მოგანიჭებთ.
კარიერა: ხვალ დღის მეორე ნახევარში ინიციატივა თქვენს ხელში გადმოინაცვლებს. ასე რომ, სწორად ისარგებლეთ ბედის ამ საჩუქრით: გამოამჟღავნეთ ქმედებების თანმიმდევრობა და საკუთარი სიტყვების საიმედოობა.
სიყვარული: ზედმეტი არ იქნება, თუკი თქვენს სიყვარულს საქმეებით დაამტკიცებთ – მხოლოდ ლამაზი სიტყვები კარგს ვერაფერს მოგიტანთ. თუკი რომანტიკულ ვახშამზე დაგპატიჟეს, ნუ გაიყოლებთ თან კანფეტებსა და ყვავილებს, წაიღეთ რაიმე სასარგებლო. მაგალითად, ცოტაოდენი ხორცი და ტაფა.

 

მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ შეეცადეთ, თვალები ძალიან არ დაძაბოთ, რადგან შესაძლოა, მხედველობის გაუარესების პრობლემები წარმოგექმნათ. კარგი იქნება, თუკი დაღლილობის შეგრძნების მოსახსნელად სხვადასხვა მეთოდს მიმართავთ და აუცილებელი ვიტამინების მიღებაც არ დაგავიწყდებათ.
კარიერა: 
განსაკუთრებულად გამორჩეული იქნებით ფინანსურ საკითხებში მუშაობის დროს: თქვენი ანგარიშები იმდენად შესანიშნავი იქნება, რომ თავად გაოცდებით. გარდა ამისა, სრულიად შესაძლებელია, თქვენი კომპანიისთვის ან საწარმოსთვის შემოსავლის ახალი წყარო იპოვოთ.
სიყვარული: 
საყვარელი ადამიანი რომელიმე მეცნიერულ ან ნაკლებად მეცნიერულ ექსპერიმენტს ჩაგიტარებთ. გაუწევთ თუ არა წინააღმდეგობას მას, ეს თქვენზე იქნება დამოკიდებული. ექსპერიმენტი ტკივილს ნამდვილად არ მოგაყენებთ, ინტერესს კი აშკარად გაგიღვიძებთ.

 

მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლები იმღეროთ და ხმადაბლა ისაუბროთ. შეეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ხმის იოგები ახლა განსაკუთრებით დაუცველია. აუცილებლად გაუფრთხილდით მათ.
კარიერა: ხვალ ბევრი რამ თქვენთვის გაუგებარი გახდება. სამუშაო პროცესში მომხდარი მოვლენები თქვენი ლოგიკური აზროვნებისთვის მიუწვდომელი იქნება. ის იმდენად განსხვავებული აღმოჩნდება თქვენთვის, როგორც, დაახლოებით, ქალისა და მამაკაცის ლოგიკა განსხვავდება.
სიყვარული: ყველა პრობლემა, რომელიც თქვენს ტანდემშია, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ფანტაზიის ნაყოფია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები საერთოდ არ არსებობს. უბრალოდ, თქვენ ზედმეტად აჭარბებთ და ბუზისგან სპილო გამოგყავთ, სპილოს კი, პირიქით, ბუზად გარდაქმნით. ვარსკვლავები რეალობის ადეკვატურად აღქმას გისურვებენ.

 

თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ შესაძლოა, მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნოთ, რაც, დიდი ალბათობით, დაღლილობისგან ან ძლიერი ნერვული დაძაბულობისგან იქნება გამოწვეული. თუკი მსგავსი შეგრძნება თქვენთვის პირველი არ არის, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს დასახმარებლად.
კარიერა: ხვალინდელი დღე შესანიშნავი იქნება იმისთვის, რომ რომელიმე პრიორიტეტული პროექტის ინვესტირებაზე იფიქროთ. ამ მიმართულებით წარმატებული ქმედება თქვენი კომპანიის გავლენას გააძლიერებს და თქვენი მუშაობის ეფექტურობას უზრუნველყოფს.
სიყვარული: ხვალ საკმაოდ გაგიჭირდებათ საპირისპირო სქესის მქონე ადამიანის ყურადღების მიქცევა, იმ შემთხვევაშიც, თუკი მოდურად ჩაიცვამთ და იდეალურ ვარცხნილობას გაიკეთებთ. შეგიძლიათ, საკმაოდ ექსტრავაგანტური და გამომწვევი იმიჯი შეიქმნათ, თუმცა, ამ შემთხვევაშიც ნუ დაელოდებით მათგან ყურადღებას.

 

მერწყული
ჯანმრთელობა: შეძლებისდაგვარად ეცადეთ, მსუბუქი ვახშამი მიირთვათ. თქვენთვის კუჭის გადატვირთვა რეკომენდებული არ არის. კარგი იქნება, თუკი უპირატესობას მიანიჭებთ ადვილად მოსანელებელ საკვებს და დაძინებამდე, მინიმუმ, 4-საათით ადრე მიირთმევთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ ბოროტ გამოხედვას და ცუდი შინაარსის რეპლიკებს. თუმცა, დიდი ალბათობით, ამ ყველაფერს თქვენთან კავშირი არ აქვს, შესაძლოა, თქვენი უბრალოდ შურთ.
სიყვარული: მერწყულებს ოჯახურ ურთიერთობებში არცთუ ისე გაუმართლებთ. განსაკუთრებით მათ, ვინც ამ საქმეში ჯერ კიდევ ახალია. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო მეტი ისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე, თუმცა, სხვების შეცდომებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

 

თევზები
ჯანმრთელობა: თქვენთვის რეკომენდებულია ზომიერი დატვირთვა. ფიზიკური შრომის გამოსავლენად ხვალინდელი დღე საუკეთესო ვერ იქნება. ასე რომ, იშრომეთ ინტელექტუალურად.
კარიერა: ისწავლეთ ეკონომიურად ცხოვრება. ფულადი ოპერაციები საკმაოდ დიდ სირთულეებს გამოიწვევს, ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც დამოკიდებულია არა მხოლოდ თქვენზე, არამედ სხვა ადამიანებსა და ორგანიზაციებზე. მიღებული გადაწყვეტილება გარეშე პირებს არ გაანდოთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი მარტივად წამოგაგებთ ნებისმიერ ავანტიურაზე, რადგან საკმაოდ მტკიცე განწყობა გექნებათ და თავადვე იოცნებებთ ავანტიურებსა და თავგადასავლებზე. მთავარია, არ გადააჭარბოთ და, ასევე, არ დაგავიწყდეთ უსაფრთხოების წესების დაცვა.

loading…
გააკეთე კომენტარი!