„600 მეტრზე ვიყავი მე… უცებ გამოვიხედე და გასასვლელი აღარ არის” – დაშავებული მეშახტის პირველი კომენტარი

ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 6 მეშახტიდან ორი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. ტყიბულის საავადმყოფოში დარჩენილი 4 მეშახტიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა. ექიმების განცხადებით, უცნობია, დაშავებული მამაკაცი დაექვემდებარება თუ არა ტრანსპორტირებას.

შავი ჩაი ასკილით

რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, ორი მეშახტის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ-ერთის განცხადებით, მან შახტში მომხდარი აფეთქებისას გონება დაკარგა და არაფერი ახსოვს.

მეორე დაშავებული, რომელსაც მაღალი ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული “კურიერთან” იხსენებს, რომ აფეთქების შემდეგ შახტიდან გამოღწევას თანამშრომლები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.

„600 მეტრზე ვიყავი მე… უცებ გამოვიხედე და გასასვლელი აღარ არის. დაბნელებული ყველაფერი, ხელის ფათურით, ბოდიალით, ნელ-ნელა… იმ ჰორიზონტზე ბევრი ხალხი იყო, მაგრამ არსაიდან სინათლე აღარ ჩანდა,“- ამბობს ერთ-ერთი დაშავებული.

ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
23 წლის ჯარისკაცის მკვლელობა ქარელში - შსს-მ ბრალდებული დააკავა
უბედური შემთხვევა თბილისში - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტზე მამაკაცი გარდაიცვალა
დაწერე კომენტარი