“6 წლის განმავლობაში არ მახსოვს, ანას პირველივე ზარზე არ ეპასუხა…” – ლადო გრიგალაშვილი დეტალურად აღწერს იმ დღეს, როცა მკვლელობა მოხდა

სასამართლო-ნაცვლიშვილი საქმე

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, თემ­ქა­ზე 20 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს. ის დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს იმ დღეს, როცა მკვლე­ლო­ბა მოხ­და. რო­გორც გრი­გა­ლაშ­ვილ­მა ჩვე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის ძებ­ნა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მის ზა­რებ­ზე აღარ პა­სუ­ხობ­და.

„ვუ­რე­კავ­დი, არ მი­პა­სუ­ხა. 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მახ­სოვს, მას პირ­ვე­ლი­ვე ზარ­ზე არ ეპა­სუ­ხა. არც მე­სიჯ­ზე მი­პა­სუ­ხა და არც ზარ­ზე. მა­მა­ჩე­მის მან­ქა­ნით ავე­დი ანას სახ­ლთან. მე-5 სარ­თულ­ზე ავე­დი, კარი ოდ­ნავ ღია დამ­ხვდა. დი­ლის 6 სა­ათ­ზე კარი ღია რომ იყო, და­მა­ეჭ­ვა. ელე­ნე ნაც­ვლიშ­ვილ­მა გა­მი­ღო კარი. ანა აბა­ზა­ნა­შია ალ­ბა­თო, მი­თხრა. ორ წამ­ში გა­მოტ­რი­ალ­და, არ არი­სო, მი­თხრა. ვთხო­ვე სახ­ლში მო­ე­ძებ­ნა. ამა­სო­ბა­ში დე­დას გა­ეღ­ვი­ძა, ვუ­თხა­რი, რომ ანას ვუ­რე­კავ­დი, ვწერ­დი და არ მპა­სუ­ხობ­და. მა­თაც და­ი­წყეს რეკ­ვა”, – აცხა­დებს გრი­გა­ლაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, მას შემ­დეგ რაც მე-5 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მა­მას­თან, ზა­ქა­რია გრი­გა­ლაშ­ვილ­თან ერ­თად ანას მო­სა­ძებ­ნად მი­ვი­და, ის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­მო­სა­კი­თხად გა­და­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც გრი­გა­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მას და­უ­წე­რეს და ზე­წო­ლის შე­დე­გად მი­ა­ცე­მი­ნეს.

„თუ არ ვცდე­ბი, მე-8 გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს და მოვ­ყე­ვი ის, რაც თქვენს წი­ნა­შე მოვ­ყე­ვი. და­ახ­ლო­ე­ბით, სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში მო­ვი­და პირი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი შე­მი­მოწ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სის­ხლის კვალს ეძებ­და. შემ­დეგ შე­მიყ­ვა­ნეს ოთახ­ში, სა­დაც 15-20 ადა­მი­ა­ნი იყო. ანა­ლო­გი­უ­რად მოვ­ყე­ვი ყვე­ლა­ფე­რი, მხო­ლოდ ორი ადა­მი­ა­ნი და­მი­ტო­ვეს. რო­გორც მახ­სოვს, სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი მო­ვი­და, სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მლით იყო, ყვე­ლა­ფე­რი მო­მა­ყო­ლა, რა და რო­გორ იყო.

ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი გვაქვს ამო­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლი მხრი­დან გა­მოხ­ვე­დი და შეხ­ვე­დი იქ, ვი­ცი­თო. თუ კად­რი გაქვთ, მაჩ­ვე­ნეთ-მეთ­ქი და არ მაქვს უფ­ლე­ბაო.

15 წუთ­ში ფურ­ცე­ლი შე­მო­ი­ტა­ნა და წა­ი­კი­თხეო, მი­თხრა. ამო­ბეჭ­დი­ლი იყო რაც ვი­თომ, აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბა­ში ვთქვი.

და­ახ­ლო­ე­ბით, 10 წუთ­ში მი­თხრა, შენი ძმა­კა­ცე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და თუ არ გინ­და შენი ძმა­კა­ცე­ბი პრე­სის ქვეშ მოყ­ვნენ, რაც წე­რია იმას იტყვიო. პა­ტა­რა ძმა გყავს და გაზ­რდა უნდა, მა­მა­შე­ნი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია, შენ­თვის აჯო­ბებს ხელი მო­ა­წე­რო, ამ საქ­მეს ვერ შეც­ვლი და ჯობს, მე­გობ­რე­ბი არ გა­წი­როო, მი­თხრეს. ცი­ხე­ში როცა შეხ­ვალ და იტყვი, შენი ძმა­კა­ცე­ბის გამო არ მო­ა­წე­რე ხელი, პა­სუხს სხვა­ნა­ი­რად მოგ­თხო­ვე­ნო, მი­თხრა.

ხე­ლის მო­წე­რა­ზე დავ­თან­ხმდი და რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი დღეს აქ, ბრალ­დე­ბუ­ლის სკამ­ზე ვიჯ­დე­ბო­დი.

გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი შემ­ხვდა, მი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა ჩაგ­ვე­წე­რა. შე­ვე­დით ოთახ­ში, სამი მო­ნი­ტო­რი იყო და ერთ-ერ­თზე კა­მე­რა ეყე­ნა, ჩემს თვალ­წინ ჩარ­თო და მოვ­ყე­ვი რაც ფურ­ცელ­ზე ეწე­რა. სხვა გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი შე­მო­ვი­და, ფურ­ცელ­ზე ამო­ბეჭ­დი­ლი ჩვე­ნე­ბა შე­მო­ი­ტა­ნეს და ხელი მო­მა­წე­რი­ნეს. ტან­საც­მე­ლი გა­მო­მაც­ვლე­ვი­ნეს, ექ­სპერ­ტი­ზა­ზე უნდა გა­და­ვი­ტა­ნო­თო”, – გა­ნა­ცხა­და გრი­გა­ლაშ­ვილ­მა.

თემ­ქა­ზე 20 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი 22 თე­ბერ­ვალს მოკ­ლეს. მას ყე­ლის არე­ში და­ნით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი და ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და თა­ვის არე­ში. პო­ლი­ცი­ამ ნაც­ვლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს და­ა­კა­ვა.

პოპულარული

15 წლის შალვა, რომელიც გაჭირვების გამო შიმშილობდა და მისი თვითმკვლელობა, ხელისუფლება კი ხელფასებს იზრდის (ვიდეო)
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„4 ლარი უნდა დახარჯო დღეში გამოკვებისთვის, ეს დაახლოებულია რეალობასთან“- ზაქარია ქუცნაშვილი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი