6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური

ვერძი

ნუ გაამახვილებთ ზედმეტ ყურადღებას თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, მაგრამ სასურველია იფიქროთ ხარჯების სწორ გადანაწილებაზე. ნუ აჰყვებით ფუფუნების საგნების შეძენის სურვილსა და ცდუნებას.

კურო

ეს დღე ხელს უწყობს ახალი საქმეების დაწყებას. მიუდექით ყველაფერს არასტანდარტული მეთოდებით, იქნება ეს ბიზნესი თუ სასოფლო სამეურნეო სამუშაოები.

ტყუპები

სასურველია ორიენტირდეთ დამატებითი შემოსავლების წყაროებზე, შესაძლოა შეიცვალოთ შრომის რეჟიმი და უფრო მეტად დაფიქრდეთ მატერიალური კეთილდღეობის საკითხებზე.

კირჩხიბი

შესაძლოა ჰორიზონტზე გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც საკმაოდ მომგებიან საქმეს შემოგთავაზებთ. სანამ პასუხს გასცემთ ძირფესვიანად გამოიკვლიეთ ყოველი დეტალი და გათვალეთ შედეგები შესაძლებლობის ფარგლებში.

ლომი

ყოველდღიური ოჯახური საკითხები და ვალდებულებები დამღლელი და აუტანელი ხდება, მაგრამ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. გაგახარებთ ახალი პერსპექტივები და ახალი სასარგებლო ნაცნობობა.

ქალწული

დაისახეთ ახალი გეგმები და უფრო მეტად გააქტიურდით. დროა პირად ურთიერთობებში მეტი სიცხადე შეიტანოთ და წერტილი დაუსვათ გაურკვევლობას. იფიქრეთ ოჯახში თქვენს როლსა და პასუხისმგებლობაზე.

სასწორი

შესაძლოა სამსახურეობრივი რომანი წამოიწყოთ, ნუ დაკარგავთ კონტროლს საქმეზე, მეტი ყურადღებით მოეკიდეთ თანამშრომლებსა და კოლეგებს.

მორიელი

შესაძლოა თქვენი გრძნობებითა და ემოციების გამოხატვით თქვენი პარტნიორი უფრო მეტად გაააქტიუროთ და ამით თქვენს ურთიერთობაში ყოველგვარ გაუგებრობას მოეღება ბოლო.

მშვილდოსანი

იყავით ტაქტიანი და თავდაჯერებული. ახლა თქვენთვის ზედმეტი თავდაჯერებულობა და ამბიციები არ იქნება წარმატების მომტანი, ეს ყოველივე მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ. განვითარდით უფრო მეტად სულიერების კუთხით.

თხის რქა

თქვენ შეძლებთ სწორად აღიქვათ სიტუაცია და ზუსტად და დროულად იმოქმედოთ. ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე შეძლებთ გამოავლინოთ საკუთარი პროფესიონალიზმი და უნარები.

მერწყული

ყურადღება გამოიჩინეთ ახალი ნაცნობობის მიმართ. იყავით წინდახედული, მეტი სიფხიზლე გამოიჩინეთ, რათა არ აღმოჩნდეთ სხვა ადამიანების პრობლემების მარწუხებში და საკუთარ მხრებზე არ აიღოთ მათი ტვირთი.

თევზები

იყავით უფრო ოპტიმისტურად განწყობილი და ნუ იქნებით ზემდეტად მატერიალური საკითხებით მოცული. გახალისდით, გაუკეთეთ საჩუქარი საკუთარ თავს, გაილამაზეთ გარემო.

პოპულარული

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ტერორიზმის კვალი საქართველოში? - როგორ შემოვიდა 9 შეიარაღებული პირი ბათუმში იმავე გზით, რომლითაც ახმედ ჩატაევის დაჯგუფება
შემზარავი ამბავი, რომელიც დღეს თბილისში მოხდა - დედამ საკუთარი ახალშობილი კორპუსის ფანჯრიდან გადააგდო (ვიდეო)
სკანდალური წერილი: რატომ უპირისპირდებოდა პანდემიასთან მებრძოლი ცნობილი ექიმი "ოცნების" მაღალჩინოსნებს: "რატომ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც ძალიან არ გვინდა"
საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზე ადის - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში აღებული ვალი, კორუფციულ სქემებში დაიხარჯაებ
ნეკა დოროყაშვილი დედათა მონასტერში წავიდა
თბილისში, ბიძინა კულუმბეგოვისა და ცნობილი მსახიობის ურთიერთობაზე ალაპარაკდნენ - რას ამბობს ანა სანაია
ქართველი ტრანსსექსუალი ქალის ეროტიული ფოტო განხილვის მთავარ თემად იქცა - ალექსიას სასქესო ორგანო ძაღლით აქვს დაფარული (ფოტო)
ხატია სიჭინავას ყავის ჭიქაზე კაცის სასქესო ორგანო "დაეხატა" - რა ფიტოს აქვეყნებს ტელეწამყვანი
დაწერე კომენტარი