“5500 ლარიანი “ბოსები”, აიძულებენ 300 ლარიან ბაღის თანამშრომლებს, რომ აქციაზე ბიძინა ივანიშვილი იზეიმონ” – ლევან ხაბეიშვილი

ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

5500 ლარიანი “ბოსები”, აიძულებენ 300 ლარიან ბაღის თანამშრომლებს, რომ აქციაზე ბიძინა ივანიშვილი იზეიმონ

ბედნიერი ხალხი ცქმუტავს და სიხარულისგან ვერ იძინებს❗️ ექნებათ შესაძლებლობა მადლობა გადაუხადონ ბატონ ბიძინას, ქვეყნის აღმშენებლობისთვის❗️სრულიად საქართველო დადგება ფეხზე და რეგიონებიდან დაიძრებიან ლაშა, დავითი, თეონა, ელისო, მაკა, ანზორი და საკუთარ კმაყოფილებას თავისუფლებაზე გამოხატავენ❗️ მადლობას გადაუხდიან ბატონ ბიძინას, რომ უკვე მერამდენედ დაა@@ა თავზე ჩვენს ქვეყანას❗️მადლობას გადაუხდიან გაძვირებული ცხოვრების გამო, გავრილოვის გამო, ახალგაზრდების დათხრილი თვალების გამო, სალომე ზურაბიშვილის გამო. განა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის რომ თაყვანი სცე ბატონ ბიძინას და მის მიმდევრებს: აჩოს, კობახას, ვოლსკის, მდინარას, ენძელას, გუგულის ……… ურა, ვაშა, ტაში შემოჰკარ ბედნიერო ერო

დაწერე კომენტარი