რუსთავში ხუთასამდე გერმანელი ტყვის ნეშტია აღმოჩენილი

რუსთავი

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 500-მდე გერმანელი ტყვის ნეშტს მიაკვლიეს რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 2017 წლის ნოემბერში დაწყებული გათხრების შემდეგ.

ტყვეთა საფლავების მოძიება 1 აგვისტოს შეწყდა, 6 სექტემბერს კი ისევ განახლდა. სამუშაოები, რომელშიც რუსთავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებიც მონაწილეობენ, “გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირის“ ინიციატივით ტარდება.

გერმანიიდან დაბრუნებულმა ექსპერტმა სლუტც მიულერმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საფლავების მოძიება მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„არცერთ ნეშტს, რომელიც აღმოვაჩინეთ, ძალადობის კვალი არ ემჩნევა, სავარაუდოდ ტყვეები ავადმყოფობამ ან შიმშილმა იმსხვერპლა“, – თქვა სლუტც მიულერმა.

გათხრები ტარდება ყოფილი სავენტილაციო ნაკეთობათა ქარხნის გვერდით, იქ, სადაც დანგრეული საწარმოს შენობები კიდევ შემორჩა. სლუტც მიულერი საძიებო სამუშაოებს მოლდავეთის რესპუბლიკაშიც ხელმძღვანელობს. სადაც, მისი ინფორმაციით, დღეისათვის 6 500 გერმანელი ტყვის ნეშტს მიაკვლიეს. მისი თქმით, რუსთავის ტერიტორიაზე ტყვეთა რამდენიმე ბანაკი არსებობდა.

სრულად იხილეთ www.radiotavisupleba.ge

loading…

პოპულარული

ფონიჭალაში დედა-შვილის დაღუპვაზე საუბრისას კახა კალაძემ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)
"მთელი ბავშვობა სიცრუეში გვაცხოვრეს"- "ქუჩის ბიჭების" და ნინი ქარსელაძის შესრულებულმა სიმღერამ უკმაყოფილება გამოიწვია (ვიდეო)
საგანგებო სამსახური ნანგრევებში მოყოლილი გარდაცვლილი ქალის პოვნის კადრებს ავრცელებს
„თეა წულუკიანი! შეაჩერეთ ეს ქალი!.. როგორ ბედავს?!“ - თაკო ჩარკვიანი
დაწერე კომენტარი