50 ნაღმი ვლადიმერ პუტინის მარშრუტის გასწვრივ – რუსეთში სატელეფონო ტერორი გრძელდება

პუტინის მარშუტი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიდა რამდენიმე ზარი, რომელთა თანახმადაც, სანკტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინის გადაადგილების მარშრუტის 60 ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი საუბრობს.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

პესკოვის თქმით, არცერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩენილი არ იყო.

“უშიშროების სამსახურებმა ყველაფერი გააკეთს ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად. ხულიგნების ამ გამოხტომას პრეზიდენტის გრაფიკზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია,” – აცხადებს იგი.

11 სექტემბრიდან მოყოლებული რუსეთის 170 ქალაქში, 2460 ობიექტის დანაღმვის შესახებ შევიდა ინფორმაცია, რის შედაგადაც მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. არცერთი მათგანი დადასტურდა.

loading…
გააკეთე კომენტარი!