5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, ხვალ საკვების რაოდენობა შეზღუდოთ. ამას როგორ მოახერხებთ, თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა გახსოვდეთ, რომ დღევანდელი და ხვალინდელი განწყობა თქვენს გასტრონომიულ არჩევანზეა დამოკიდებული.
კარიერა: მიუძღვენით ეს დღე პროფესიული ლიტერატურის კითხვას. შესაძლოა, ეს დასვენების ყველაზე მიმზიდველი ფორმა არ გახლავთ, მაგრამ თქვენი სამსახურებრივი საქმიანობისთვის უამრავი სიკეთის მოტანა შეუძლია.
სიყვარული: ხვალ განსაკუთრებით გიჭირთ „საკუთარ ტერიტორიაზე“ სხვა ადამიანის შემოშვება და ვინც არ უნდა იყოს, საკუთრების უფლების დარღვევად მიიჩნევთ. სანამ ვითარება შეიცვლება, უმჯობესია, საყვარელმა ადამიანმა თქვენგან თავი შორს დაიჭიროს.

 

კურო
ჯანმრთელობა: ეცადეთ, აღიდგინოთ სულიერი წონასწორობა – ეს კარგი განწყობის განმსაზღვრელი ფაქტორია. ამასთანავე, სულიერი ჰარმონია ზედმეტი წონის პრობლემებისგან დაგიცავთ.
კარიერა: თუ გსურთ თქვენი კომპანიის მდგომარეობა გააუმჯობესოთ, თვალი ადევნეთ ბაზარზე შემოსულ საქმიან წინადადებებს. განსაკუთრებით ყურადღებით დააკვირდით ტენდერების გამოცხადებას. ეს სწორედ ისაა, რაც ამჟამად ყველაზე მეტად გჭირდებათ.
სიყვარული: ხვალ თქვენს მეტოქეს პირისპირ შეხვდებით. ახლა თქვენთვის ეჭვიანობა გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე სიძულვილი, რადგან წარმოსახვით კი არა, რეალურ ადამიანთან გიწევთ ურთიერთობა, რომლის მიმართ გარკვეული სიმპათიებიც კი გაგიჩნდათ.

 

ტყუპები
ჯანმრთელობა: 
დიდი ალბათობით, ხვალ დაწყებული მკურნალობის კურსი ეფექტური იქნება და ძალიან მალე დადებით შედეგებს მოგცემთ. სწორედ ამიტომ, არ ღირს საკუთარი გეგმების რეალიზაციის სამომავლოდ გადადება. თუ ჯერჯერობით ასეთი გეგმები არ გაქვთ, სასწრაფოდ უნდა მოიფიქროთ.
კარიერა: ხვალ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ  ახალ, შემთხვევით ურთიერთობებში, რომლებისკენაც ასე ისწრაფვით. რაც მოსახდენია, მაინც მოხდება, თქვენი მოთმინება კი აუცილებლად დაფასდება. უახლოეს ხანებში, სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას, შეიძლება ახალი და ძალიან კარგი მეგობარი შეიძინოთ.
სიყვარული: საპირისპირო სქესის წარმომადგენელი დიდხანს და გულწრფელად გესაუბრებათ საკუთარ ცხოვრებასა და პრობლემებზე. გაინტერესებთ თუ არა, მოსმენა მაინც მოგიწევთ. სხვათა შორის, შეიძლება კარგი მეგობარი, ან უფრო ახლობელი ადამიანი შეიძინოთ.

 

კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ხვალ ყველა წვრილმან პრობლემას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან იმის გამოსწორება, რაც ახლა მარტივად შეიძლება, მომავალში ძალიან გართულდება. თუნდაც, საქმე ფეხსაცმელში ჩავარდნილ კენჭს ეხებოდეს.
კარიერა: საშოპინგოდ შესაფერისი დღეა, რადგან, არცთუ ისე სოლიდურ თანხად, ბევრი აუცილებელი და საჭირო ნივთის შეძენას მოახერხებთ. მოგვიანებით, სურვილის შემთხვევაში, რაღაცების ორმაგ ფასში გაყიდვასაც კი შეძლებთ.
სიყვარული: უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ, გაარკვიოთ, სინამდვილეში რას გრძნობს საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ. მნიშვნელოვანი არაა, ვისგან გაიგებთ ამას, მთავარია, რომ თქვენს ხელში აღმოჩნდება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ. მასთან ურთიერთობაში გაცილებით ადეკვატური იყოთ.

 

ლომი
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, ხვალ რომელიღაც მედიკამენტის მიმართ ალერგიული რეაქცია გქონდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ექსპერიმენტებისთვის საუკეთესო დრო არაა.
ბიზნესი: ეცადეთ, გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავოთ. ახლა ქარაფშუტობის დრო არაა, რადგან პატარა შეცდომა დიდ ფინანსურ დანაკარგებს მოგიტანთ. დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, თორემ შეიძლება ვიღაცას თქვენი საუბარი ორაზროვანი მოეჩვენოს.
სიყვარული: თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს ხვალინდელი დღე ძალიან დიდხანს გემახსოვრებათ, რადგან სწორედ ახლა მოხდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ორივეს ცხოვრებაში. სიახლე კარგი იქნება თუ ცუდი, დრო განახვებთ, რომელიც თავზე საყრელად გექნებათ.

 

ქალწული
ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ სახსრების დაავადებებისა და კალციუმის ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ჩაიტარებთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც არასაკმარისი რაოდენობით რძის პროდუქტს მოიხმარს.
კარიერა: შორსმიმავალი, ამბიციური გეგმებისთვის საუკეთესო დღე არ გახლავთ. საეჭვოა, მათი რეალიზაცია ადვილი იყოს, რაღაც რთულისთვის კი არც ძალა, არც დრო და არც ცხოვრებისეული გამოცდილება არ გეყოფათ. ასე რომ, დინებას გაჰყევით და რთულ თემებზე ფიქრს თავი დაანებეთ.
სიყვარული: ეცადეთ, პარტნიორზე ფსიქოლოგიური წნეხი არ განახორციელოთ. იმას, რაც ასე ძალიან გსურთ, თავად გააკეთებს, როცა ამისთვის მორალურად მზად იქნება. ამჟამად კი თქვენი მოუთმენლობა მისთვის უკიდურესად მიუღებელია. გახსოვდეთ, ვინც ითმენს, ის იგებს.

 

სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალისთვის ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენთვის არატრადიციული სპორტის სახეობით დაკავდეთ, მაგალითად, ჩინური ტანვარჯიშით. ეს იმ კუნთების განვითარებაში დაგეხმარებათ, რომლებსაც ადრე, სავარაუდოდ, სათანადო ყურადღებას არ უთმობდით. 
კარიერა: 
რაც არ უნდა წინააღმდეგობა გქონდეთ, ხვალ რამდენიმე საათი სამუშაოს უნდა დაუთმოთ. სრულიად შესაძლებელია, ის ფუნქციები, რომლებიც გევალებათ, ხვალ მარტივად მოგეჩვენოთ. იქნებ, საღამოს საათებში არც კი მოგინდეთ, სამუშაო საქმიანობას მოსწყდეთ და დაიძინოთ.
სიყვარული: ხვალ გააცნობიერებთ, რომ თქვენი პირველი სიყვარულის შეხვედრიდან ამ დრომდე ოდნავადაც არ შეცვლილხართ და მის გვერდით ყოფნა ძველებურად გერიდებათ. საკუთარ თავს დაუცველად და, ცოტა არ იყოს, უხერხულად გრძნობთ. არადა, ზუსტად ისე იქცევით, როგორც ადრე. კარგია, რომ არსებობს ისეთი რამ, რაც არასდროს იცვლება.

 

მორიელი
ჯანმრთელობა: ნოსტალგიის რამდენიმე საათი თქვენს ორგანიზმს სასარგებლოდ წაადგება. მოდუნების საშუალება მოგეცემათ. საკუთარ თავში  დავიწყებული რესურსების პოვნას შეძლებთ და მათ, ჯანმრთელობის ზოგიერთი ასპექტების აღდგენაში გამოიყენებთ. 
კარიერა:
 ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას: შესაძლოა, სწორი და დაზუსტებული არ აღმოჩნდეს. თქვენი ფიქრები, აზრები, რომლებიც ამ გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება, ჩამოყალიბებული და რეალიზებული ვერ იქნება. ამიტომ, უმჯობესია, ეს საქმე ზეგისთვის გადადოთ, ხვალ კი დაისვენეთ.
სიყვარული: 
შორიახლოს, ბარში აჟღერებული მხიარული მუსიკა სრულიად დაგაკარგვინებთ გონებას და იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდება, რომ ყველაფერ დანარჩენს დაივიწყებთ. ხვალ სახლში გვიან დაბრუნდებით და დაგვიანებისთვის დასაბუთებული ახსნა არ გექნებათ. საპასუხოდ რა გელოდებათ? ეს უკვე ვისთვის როგორ…

 

მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
მშვილდოსნებისთვის სასარგებლო იქნება სახის ვარჯიში. თუნდაც, დადექით სარკის წინ და დაიმანჭეთ. თუკი არ იცით, ეს რას ნიშნავს, მაშინ ხშირად გაიღიმეთ. ღიმილი თქვენს სახეს ყოველთვის უხდება.  
კარიერა: 
სამუშაო არ მოგცემთ მასზე ფიქრის დავიწყების საშუალებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუკი  მთელ ძალისხმევას გამოიყენებთ იმისთვის, რომ საპირისპირო ეფექტს მიაღწიოთ. შეეცადეთ, სწრაფად გაერკვეთ მოვალეობებში, რათა სამუშაომ  ძალიან არ მოგწყვიტოთ ცხოვრებისგან მიღებული ტკბობის პროცესს ან თუნდაც, ძალიან არ დაგაღონოთ. 
სიყვარული: 
ნუ შეგაშინებთ ექსპერიმენტები პირად ცხოვრებაში. ნებისმიერი სახის სიგიჟე, თუნდაც ყველაზე ალოგიკური, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში საკმაოდ დადებითად აისახება. იმ შემთხვევაშიც, თუკი გეჩვენებათ, რომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდება.

 

თხის რქა
ჯანმრთელობა: 
თხის რქებს ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნებათ. შესაძლოა, დისკომფორტის შეგრძნება მთელი დღის მანძილზე გაგყვეთ, ამიტომ აუცილებლად იქონიეთ თან შესაბამისი მედიკამენტები. 
კარიერა: 
სამუშაო საქმიანობის შესრულებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დავალება მარტივი არ იქნება როგორც თქვენთვის, ასევე სხვებისთვის, ვისთან ერთადაც მოგიწევთ ამ მძიმე ტვირთის ტარება, თუმცა, ერთად მის შესრულებას აუცილებლად გაუმკლავდებით. 
სიყვარული: 
ხვალ საკმაოდ სერიოზულად აღგიქვამენ. ამიტომ, სანამ გაიხუმრებთ, ათჯერ დაფიქრდით: თქვენი რეაქციების არაადეკვატურობა გარშემომყოფებს საკმაოდ გააკვირვებს. ანეკდოტები ქორწილზე, განქორწინებაზე ან მოსიყვარულე ადამიანებს შორის მსგავს ურთიერობაზე ამ დღეს, უმჯობესია, დაივიწყოთ.

 

მერწყული
ჯანმრთელობა: მერწყულები უნდა მოერიდონ გადახურებას. როგორც ცნობილია, ის ორგანიზმზე გაცილებით უარყოფითად მოქმედებს, ვიდრე  გაციება. ხშირად გაანიავეთ ოთახი და მსუბუქად ჩაიცვით.
კარიერა: ხელმძღვანელზე წყენის დაგროვება თქვენი მხრიდან არამართებულია. გაცილებით ჭკვიანური იქნებოდა, მას პირადად გაესაუბროთ და ყველა საეჭვო საკითხს წერტილი დაუსვათ. შესაძლოა, გაფუჭებულ ურთიერთობებში მხოლოდ ის არ იყოს დამნაშავე. ზოგჯერ ხომ თქვენც არ ასრულებთ სამუშაოს სრულყოფილად და ყველაფერს თქვენი შეხედულებით აკეთებთ?!
სიყვარული: თქვენში ხვალ მეამბოხე და რეფორმატორი გაიღვიძებს. ყველა დადგენილი ტრადიციის განადგურებისა და სრულიად ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების სურვილი გაგიჩნდებათ. მხოლოდ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი კვლავ იგივე რჩება და მას თქვენი რეფორმატორული იდეები დიდად არ აღაფრთოვანებს.

 

თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ამისთვის კი, გარდა ზომიერი ფიზიკური დატვირთვისა, არ დაგავიწყდეთ რაციონიდან მლაშე და ცხიმიანი საკვების ამოღება.
კარიერა: ხვალიდან ახალი საპასუხისმგებლო საქმიანობა გელოდებათ, რომლის მიმართ არცთუ ისე გულგრილად განეწყობით, უბრალოდ, ვიღაც მუდმივად შეეცდება, დაკისრებულ მოვალეობას მოგწყვიტოთ. ერთი მხრივ, ეს ფაქტი გაგახარებთ, რადგან რთული დავალების შესრულების დრო, მეტ-ნაკლებად გაიწელება, მაგრამ, მეორე მხრივ, რისკავთ, რადგან შესაძლოა, მოცემულ ვადებში ვერ ჩაეტიოთ.
სიყვარული: საწინააღმდეგო სქესის მქონე ადამიანთან მოულოდნელი ნაცნობობა გელით. იმდენად მოულოდნელი, რომ თავად გაკვირვებული დარჩებით. ლოგიკურად, მოულოდნელი ნაცნობობა არ უნდა შემდგარიყო. როგორც ჩანს, საახალწლო სასწაულები თქვენთვის კვლავ გრძელდება.

loading…

პოპულარული

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეგულაციებზე
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი