5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. უამრავი არასასიამოვნო ინფორმაციის ნაკადი დაგატყდებათ თავს. შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი სამუშაოსთვის. დაუთმეთ მეტი ყურადღება ოჯახს და ბავშვებს.

კურო. ეს დღე მოგიტანთ სირთულეებს პარტნიორებთან ურთიერთობებში და ასევე აურზაურს სახლში. ნუ უღალატებთ საკუთარ მეორე ნახევარს, რადგან ეს გამჟღვნდება და შეცდომა ძვირად დაგიჯდებათ. შეიძლება არასასიამოვნო ამბავი შეიტყოთ, მაგრამ დახმარებისათვის ახლობელ ადამიანებს მიმართეთ. ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან.

ტყუპები. სწორედ ის დღეა, როცა საშუალება გექნებათ რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. უკეთესობისკენ შეცვლით მას თუ უარესობისკენ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. თუ სწორად და სინდისიერად მოიქცევით, მომავალში ყველაფერი კარგად აეწყობა. წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავს დააბრალეთ. 

კირჩხიბი. არაკეთილმოსურნეთა გავლენის ქვეშ შეიძლება მოექცეთ. შეეცადეთ აისხლიტოთ მათგან ნეგატიური ენერგია. ასეთი ადამიანებისაგან თავი შორს დაიჭირეთ. თუ კონფლიქტი წარმოიშობა, გადაიტანეთ ხუმრობაში. სიცილი ხომ სიცოცხლე ახანგრძლივებს, – ყოველთვის გახსოვდეთ ეს.

ლომი. დღეს ოცნებების ასრულება გელით. მთავარია დროულად მოახდინოთ რეაგირება და ხელიდან არ გაუშვათ მომენტი. წარმატებული დროა საქმიანი ოპერაცებისათვის – თქვენ წარმატებით შეძლებთ ბიზნეს-საქმეების რეალიზებას. ეს დღე აღსავსე იქნება ახალი ნაცნობობითა და შეხვედრებით, რაც პირად ცხოვრებაში სამომავლოდ გარკვეულ ცვლილებებს გპირდებათ. ხელსაყრელი დღეა საყიდლებისათვის.

ქალწული. ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა სერიოზული საქმიანი კონტაქტებისა და ასევე მეგობრული კავშირების აღსადგენად, რაც თქვენდა გასაკვირად, საკმაოდ მყარი შეიძლება აღმოჩნდეს. გეგმები, რომლებსაც მეგობრებთან ერთად დასახავთ, ძალიან მალე განხორციელებას გპირდებათ და დიდ ფინანსებსაც არ მოითხოვს.

სასწორი. შეიძლება დახმარებისათვის მოგმართონ მეგობრებმა ან ნათესავებმა. ნუ გააწბილებთ მათ, ნუ გამოიჩენთ სიძუნწესა და ეგოიზმს. არაა გამორიცხული მეგობრული კავშირების აღდგენა მათთან, ვისაც დიდი ხნის მანძილზე ვერ ეწყობოდით. ახალი პროეტი ამ დღეს მოგებას გპირდებათ.

მორიელი. აუცილებელია ეს დღე მთლიანად საკუთარ თავს დაუთმოთ. ყოველი მიღებული გადაწყვეტილება სრულად დაგაკმაყოფილებთ. პირად ცხოვრებაშიც ასევე ყველაფერი თქვენზე იქნება დამოკიდებული. შანსი გექნებათ სრულ ურთიერთგაგებას მიაღწიოთ მეორე ნახევართან. ის უსიტყვოდაც  კი გაგიგებთ და თქვენს ყველა წინადადებას გაიზიარებს.

მშვილდოსანი. თქვენი ყველა ფიქრი და აზრი ამ დღეს ოჯახისკენ იქნება მიმართული. მთელი დღის განმავლობაში შეძლებთ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ ურთიერთობები ნათესავებთან და მეზობლებთან. წარმატებული იქნება სახლის რემონტი ან ახალი ავეჯის შეძენა. შესაძლებელი იქნება გაწყვეტილი მეგობრული კავშირების აღდგენა. არაა გამორიცხული, რომ თქვენი წინათგრძნობა უახლოეს ემომავალში ახდეს.

თხის რქა. ბევრი ფულის გამომუშაბევა გინდათ? – მაშინ ნუ იზარმაცებთ! როგორც ჩანს, დღეს თქვენს ხელში აღმოჩნდა ფილოსოფიური ქვა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ეძებდნენ ალქიმიკოსები. სხვაგვარად ვერაფრით ავხსნით იმას, რომ რასაც შეეხებით, ყველაფერი მოგების მოტანას დაიწყებს.

მერწყული. მთელი დღის განმავლობაში შესანიშნავი განწყობა გექნებათ. სამსახურში ყველაფერი კარგად იქნება და საქმეებიც თავისთავად მოგვარდება. თქვენს სულში სიმშვიდე და წონასწორობა დაისადგურებს.

თევზები. ნუ იჩქარებთ, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ და აწონ-დაწონეთ ყველაფერი სანამ რამეს იტყოდეთ ან მოიმოქმედებდეთ. სხვა დღისთვის გადადეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. დაუთმეთ დიდი დრო განმარტოვებასა და დასვენებას.

პოპულარული

"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
"არ იცოდა რა ასაკის იყო, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარ და თუ არ წამიყვან, თავს მოვიკლავო - მიხეილ დვალიშვილის ახლობლები ახალგაზრდების ქორწინების დეტალებზე საუბრობენ
"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
დაწერე კომენტარი