“5 თვიანი კომის შემდგომ რომ ექიმებს მისი სიკვდილის უფლება მისცეს… მშობლების სამარცხვინოობას საზღვარი არ აქვს”

მომღერალ თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

თავად ფაქტი სასწაულია,მაგრამ მშობლების სამარცხვინოობას ხომ საზღვარი არ აქვს…5თვიანი კომის შემდგომ რომ ექიმებს მისი სიკვდილის უფლება მისცეს.ხალხი ათწლეულები ელოდებიან შვილის თვალის გახელას!!ვერგონია!! როგორც იტყვიან იტალიელები!!

გასული წლის 20 დეკემბერს, იტალიის ქალაქ ვერონაში უბედური შემთხვევა მოხდა: 17 წლის ლორენცო, რომელიც სკოლაში საკუთარი სკუტერით მიდიოდა, მოულოდნელად „მერსედესის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ჩაფხუტი ეფარა, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ თავის არეში სერიოზული ტრავმა მიიღო. მოზარდი, ღრმა კომაში ჩავარდა. ექიმებმა ლორენცოს თავის ტვინის და სასუნთქი გზების ორგანული დაზიანება დაუდგინეს. 

რამდენიმე დღის წინ, 5-თვიანი „ღრმა კომის“ შემდეგ, ექიმებმა მშობლების ნებრთვით, მისი აპარატიდან გათიშვა გადაწყვიტეს, რადგან მათ ყველანაირი იმედი ამოეწურათ.

მშობლებმა ექიმებს, ტრანსპლანტაციისთვის საკუთარი შვილის სიცოცხლისუნარიანი ორგანოების ამოღების ნებართვა მისცეს

სასწაული სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ექიმები მოზარდს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. 17 წლის მოზარდმა, მოულოდნელად თვალი გაახილა და საუბარი დაიწყო

მომხდარს, სამეცნიერო და კლინიკური ახსნა არ გააჩნია – როცა ლორენცოს  ორგანოები უნდა ამოეღოთ, ბიჭმა მოულოდნელად გამოიღვიძა, თვალები გაახილა, ხელები და ფეხები აამოძრავა და ლაპარაკიც დაიწყო

იტალიის ქალაქ ვერონას გაზეთები იუწყებიან, რომ ლორენცო 5-თვიანი კომის შემდეგ, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა.

წყარო: primetime.ge

პოპულარული

ტრაგედია გორში - 2 წლის ბავშვი, რომელსაც მამამ მანქანით გადაუარა გარდაიცვალა
გახარიას დამალული რუსული კვალი - საიდუმლო დოკუმენტები
ივანიშვილი ლევან ვასაძეს აგარაკზე ეახლა - რუსული გრუ-ს ახალი გეგმა საქართველში 2020-სთვის
ბარბარე რაფალიანსის საქმე - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი კარტების გახსნას იწყებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი