5 ადამიანი, ვისაც ვირუსი დღეს დაუდასტურდა, კონტაქტში იყო წინა ინფიცირებულთან — გამყრელიძე

გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, იმ 5 ადამიანს, ვისაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა პირთან, ვისაც ვირუსი გუშინ დაუდგინეს.

ამირან გამყრელიძემ TV პირველში თქვა, რომ სწორედ გუშინ დადასტურებული შემთხვევიდან გავიდნენ დღეს კიდევ ხუთ ადამიანზე.

“ჩამოყალიბდა კიდევ ერთი კლასტერი, ანუ ერთი ჯგუფი შემთხვევებისა, რომლებიც ერთმანეთთან არიან კავშირში. ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ ვინ იყო პირველწყარო და ვის ვისგან გადაედო. საიდან არიან, როგორ არიან და ა.შ., ამას ჯერჯერობით ვერ ჩავშლით, მიმდინარეობს კვლევა”, — თქვა გამყრელიძემ TV პირველის ეთერში.

მან არ დააზუსტა, ეს ადამიანები არიან ერთი ოჯახის წევრები თუ აქვთ სხვა ტიპის კავშირები.

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი