
ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში პოლიციის მიერ 2015 წელის მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
“2015 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან უკანონოდ დამაკავეს. 166 – ე და 173 – ე მუხლით , რომელიც პოლიციელისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფას და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
საქალაქო სასამართლომ გამამართლა 166 – ე მუხლის ნაწილში , ხოლო აპელაციამ მომიხსნა 173 – ე . დაკავების უკანონობა სასამართლომ დაადასტურა .
დღემდე გრძელდება ეს დავა , მხოლოდ ახლა უკვე შსს – ს და პროკურატურის წინააღმდეგ სარჩელი თავად შევიტანე და პატრულის უკანონო ქმედებაზე ვითხოვ რეაგირებას .
ეს დავა მნიშვნელოვანია იმისთვის , რომ ყველამ იცოდეს , უკანონოდ ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა დაისჯება და ასე უცერემონიოდ არ ხდებოდეს მოქალაქეების დაკავება .
ამ დავას აწარმოებს გენიალური ადამიანი და ადვოკატი ივანე პეტრიაშვილი ასევე მისი უშალო “მეცადინეობით” დაადასტურა სასამართლომ დაკავების უკანონობა.
პ.ს. სასამართლო ჩვენ სარჩელზე გადაწყვეტილებას 28 თებერვალს გამოაცხადებს.”- წერს “ახალი საქართველოს” დამფუძნებელი პირად “Facebook” გვერდზე.