ილია ჭავჭავაძე- ,,წოდებათა თანასწორობა”

არასამთავრობო ორგანზიაცია ,,იზრუნე შენს ქალაქზე” , პროექტ ,,იზრუნე განათლებაზე”- ფარგლებში იწყებს ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკური წერილების გამოქვეყნებას

                                                               წოდებათა თანასწორობა

ტფილის, 2 ნოემბერი, 1888 წ.

cyc

 

ჩვენი გულითადი რწმენა ყოველთვის ისა ყოფილა და არის, რომ ერის წარმატება, ქონებრივი თუ გონებრივი,შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ერი წოდებათა დაუყოფელად, დიდპატარაობის გაურჩევლად დაგამოუკლებლად ერთიანის მეცადინეობითა და გარჯით ჰცდილობს ცხოვრების გზა გაიკვლიოს და ბურთი ბედისაგაიტანოს წუთისოფლის მოედნიდამ ყველამ ერთად საყოველთაოდ. ცალ-ცალკე წევა ცხოვრების უღელისა, ცალ-ცალკე ხვნა და მკა, ცალ-ცალკე თლა ლხინისა თავისაკენ და ჭირისა სხვისაკენ, მარტო თავის თავის ხსოვნა დასხვისი დავიწყება მომაკვდინებელია კაცთა საურთიერთო ცხოვრებისა და საცა ეგ ურთიერთობა არ არის, იქ არც იგიკრებულია, რომელსაც ერი ჰქვიან.

ტყუილად ჰფიქრობენ, ვითომც კაცთა ურთიერთობაში შესაძლებელი იყოს რომელმამე წოდებამ ცალკე ბინაგაიკეთოს, ცალკე ინტერესები შემოიღობოს, შემოიფარგლოს და ამით რაიმე ხეირი და სიკეთე ჰნახოს საბოლოოდ.ამისთანა წყობა და აგებულობა საზოგადოებისა, თუ ერისა, დიდხანს თავს ვერ დაიჭერს და, ვითარცა ქვიშაზედაგებული სახლი, პირველ ქარის შებერვაზედვე დაიფუშება. ამისი მაგალითი და საბუთი ისტორიაში ერთი და ორიარ არის. ქვეყანაზედ მარტო იმ ერს გაუძლია, მარტო იმ ერს გამოუტანია თავი ათასგვარ განსაცდელისაგან, მარტოიმ ერს წარუმატნია და გაძლიერებულა, რომელსაც თავის დროზედ შეუტყვია და მიუგნია, რომ ერთის რომელისამეწოდების წინ წაწევა არაფრის მაქნისია, თუ დანარჩენი ერიც წინ არ წაწეულა, პირიქით, ერთის წოდების წინ წაწევასდანარჩენის უკან დაწევა მოჰყოლია.

ვერც ერთი ცალკე წოდება ერისა ვერ დაიქადებს, რომ თუ მე კარგადა ვარ, სხვანიც კარგად იქნებიანო. ესტყუილი ქადილი იქნება და ამ ტყუილმა ქადილმა ბევრსაც ჩასცხო კიდეც თავში ყველგან, სადაც ამისთანათავგასულს ტყუილს ადგილი ჰქონია. თუ უწინ ამისთანა ტყუილს ქადილს, ჩვენში თუ სხვაგან, გასავალი ჰქონდაცოტა თუ ბევრი, ეხლა ამას მაზანდა ძალიან წამხდარი აქვს და სიცილის მეტს კაცს არას მოჰგვრის. ეხლა სულ სხვადროა და ამ სხვა დრომ სხვა მოძღვრებაც მოიტანა, მოძღვრება მართალი და ჭეშმარიტი. ეხლა ცალკე კაცია, თუცალკე წოდება, მარტო ამას უნდა იძახდეს და მარტო იმისათვის უნდა ერჯოდეს გული, რომ თუ სხვანი კარგადარიან, მეც კარგად ვიქნებიო. ვინც დღეს ამას ივიწყებს, ის ივიწყებს საკუთარს თავსა, საკუთარს ბედნიერებასსულიერსა და ხორციელს.

ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი თავადაზნაურობა ჯერ ამ მოძღვრებას ვერ მისწვდომია და, როგორც ერთი ცალკეწოდება ჩვენის ერისა, ხშირად ცალკე იწევს და ცალკე ითლის. ჩვენ კი ვიტყვით, რომ მისი დღეგრძელობა,კეთილდღეობა, ბედნიერება, სახელი და დიდება სწორედ და მთლად იმაშია, რომ ეს მოძღვრება გულში ჩაიჭდიოსდა ერთს წუთსაც გონებიდამ არ მოიშოროს, რომ თუ სხვანი კარგად იქნებიან, მარტო მაშინ იგიც კარგად იქნება.ჭეშმარიტსა და საბოლოვო წარმატებას სათავე აქა აქვს და თუ ჩვენი თავადაზნაურობა ყოველს თავის მეცადინეობასდა მოქმედებას ამ მოძღვრებას შეუფერებს და ქვეშ დაუყენებს, სასახელო მიზეზს თავის არსებობისასაც აქ იპოვის.ეხლანდელს დროში მხოლოობითი გზა წარმატებისა თავადაზნაურობისათვის ის არის, რომ ყველას ერთად,გამოურჩევლად, გამოუკლებლად, მოზიარე ექმნას ჭირსა და ლხინში და თავისი ქონებრივი და გონებრივი ღონე არშეალიოს ამაო ცდას, რომ ცალკე ვიყო და ცალკე ვბედნიერობდეო. ეს ცალკე ყოფნა და ცალკე ბედნიერებაშეუძლებელია და ამიტომაც ამაოა ამისათვის ცდაცა. არც ერთს თავადაზნაურობას საბოლოვოდ თავი არ დაუჭერიაარსად, საცა კი ამ ცალკე ყოფნასა და ცალკე ბედნიერებას გაჰყოლია. ყველამ ერთად და თვითეულმა ცალკე უნდაიცოდნენ, რომ იგი განუყოფელი ნაწილია მთელის ერისა და ამიტომაც თავის კეთილდღეობას უნდა ეძებდეს მარტომთელის ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე. არა გონიერმა კაცმა, რა წოდებისაც გინდ იყოს, ეს არ უნდადაივიწყოს, თუ უნდა თავისი სიკეთე მკვიდრს საფუძველზე დაამყაროს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი