4 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ოზურგეთში ავარიის დროს დაშავდა უმძიმესია

გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია.

“პატარას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მისი გადარჩენა შევძლოთ”- აცხადებენ კლინიკაში, სადაც პაციენტი გუშინ ღამით ოზურგეთის სამედიცინო ცენტრიდან რეფერალური ცენტრის ბრიგადამ გადაიყვანა.

“ბავშვს უმაღლეს დონეზე ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა. მაგრამ, ამ დროისთვის ექიმები დამაიმედებელ პასუხს ვერ გვაძლევენ, რადგან პატარას უმძიმესი დაზიანებები აქვს”-აღნიშნავენ ოჯახის ახლობლები.

ავტოსაგზაო შემთხვევა გიშინ ღამით ოზურგეთი-ბაილეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. “ოპელის” მარკის მსუბუქ მანქანაში დედა და მისი ხუთი შვილი იმყოფებოდნენ. 13 წლის გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა. 5 დასავებული კი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. აქედან ორი უკვე გაეწერა ბინაზე, ორის მდგომარეობა კი მედიკოსტა თქმით მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უმძიმესია 4 წლის პატარას მდგომარეობა.

“ნიუპოსტი”

 

loading…

პოპულარული

"მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა... დიდი ხანი ვდუმდი ამაზე"
მუქარა ივანიშვილის სახელით - რა შეუთვალა ოლიგარქმა "ოცნების" დეპუტატებს კობახიძის პირით (ვიდეო)
პატიმარი ცოცხით - მსჯავრდებული, რომლის ვიდეომ "ოცნება" ხელისუფლებაში მოიყვანა დუმილს არღვევს და ლადო ბედუკაძეს ადანაშაულებს (ვიდეო)
"მაძლებინებს ჩემი მოკლული შვილი რომელიც არაკაცებმა დაჩეხეს თავისი მეგობრების და მეგობრობის გულისთვის"- ზაზა სარალიძის ემოციური წერილი
დაწერე კომენტარი