4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი – ეს დღე ისეთი მშვენიერი იქნება, რომ ხშირად და კარგად გაიხსენებთ . გაატარეთ დღევანდელი საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად.

კურო – გამორთეთ რადიო, გათიშეთ ტელევიზორი, ნუ დახარჯავთ დროს უსარგებლო გადაცემების ყურებაში. დღეს შეეცადეთ შეზღუდოთ ინფორმაციის მიღების ჩვეული წყარო, საუკეთესო დღეა ბუნებაში გასატარებლად.ტყუპი – დღეს გექნებათ მიზეზი საღამოს გაერთოთ ყველაზე ახლო მეგობრების წრეში. დაურეკეთ იმათ ვინც თქვენს ინტერესებს იზიარებს. თუ კარგად გათვლით შემადგენლობას საღამო დასამახსოვრებელი იქნება და სასიამოვნო ატმოსფეროში მოგიწევთ დროის გატარება.

კირჩხიბი – დღეს კარგი დღეა საკუთარი გარეგნობის მისახედად. კარგი იქნება ვარცხნილობის შეცვლა, მაღაზიებში გავლა და გარდერობის განსაახლებლად საუკეთესო დღეა.ლომი – გულწრფელი საუბარი მეგობართან ბევრ უპასუხო შეკითხვას წარმოშობს. აღმოაჩენთ, რომ ადამიანი რომელთანაც მთელი ცხოვრებაა მეგობრობთ თქვენთვის აბსოლიტურად უცხოა, თუმცა ის სიახლე რასაც მასში აღმოაჩენთ, კიდევ უფრო უკეთესი მხრიდან წარმოაჩენს.

ქალწული – დღეს თავგადასავლებისკენ გაგიწევთ გული, თუმცა სიფრთხილე გმართებთ. საღამოს უმჯობესია გაანალიზოთ მომხდარი მოვლენები და მიღებული შედეგები გაითვალისწონოთ სამომავლოდ.

სასწორი – მოიკრიბეთ ძალები და წარმატებაც თქვენი მეგზური იქნება. წინ გელით საინტერესო თავგადასავლები, წარმატება სიყვარულში და საუკეთესო ემოციები. სიფრთხილე გმართებთ ფინანსური ოპერაციების დროს. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.მორიელი – საკმაოდ პრობლემური დღე გელით. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ ეცადეთ კარგად გაეცნოთ სიტუაციას. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, რათა თავი აარიდოთ ოჯახში პრობლემებს.

მშვილდოსანი – დღეს, ცხოვრება გარკვეულ სიტუაციაში მოგახვედრებთ, რომელიც წარმატებებს გპირდებათ, მაგრამ თავბრუ არ დაგეხვეთ, მიყევით დინჯათ და დაფიქრებით.

თხის რქა – განსაკუთრებული წარმატება ტექნიკურ სფეროში მომუშავეებს ელით. ეს პერიოდი იდეალურია ფინანსური ოპერაციებისათვის. უქმე დღეები საყვარელ ადამიანთან გაატარეთ.

მერწყული – დღეს მძიმე და დაძაბული მუშაობა მოგიწევთ, საღამოს დასვენებას თუ გადაწყვეტთ უმჯობესია მობილური გათიშოთ.თევზები – დღეს კარგია სამოგზაუროდ წასვლა მეგობრებთან ერთად. რათა სრულიად აღიდგინოთ ენერგია შემდეგი წარმატებების მისაღწევად. ერთი დღის დასვენება თქვენთვის მთელი წლის ენერგიას შეგძენთ.

დაწერე კომენტარი