4 მილიონის დანამატები და თანამშრომელთა რაოდენობა ეჭვს იწვევს- აუდიტის სამსახური

ეკონომიკის სამინისტროში დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში დანამატების სახით გაცემული 4 მილიონი ლარის კანონიერება ეჭვს იწვევს – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, კითხვის ნიშნებს ბადებს თანამშრომელთა რაოდენობაც, რადგან დამტკიცებული საშტატო ერთეული და რეალურად მომუშავეთა რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა.

სავარაუდო დარღვევა ეკონომიკის სამინისტროს პროექტს “აწარმოე საქართველოში” უკავშირდება. აუდიტორები წერენ, რომ “აწარმოე საქართველოში” დაქირავებული ჰყავდა 4 კონტრაქტორი კომპანია, რომელთაც უნდა შეემოწმებინათ, რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა პროექტიდან მიღებული თანხები.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროექტის შემოწმების შემდეგ კონტრაქტორი კომპანიები ვალდებულებებს სათანადოდ არ ასრულებდნენ. აუდიტორების თქმით, 46-მე ბენეფიციარმა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა.

„აღნიშნულ კონტრაქტორებს აქვთ ვალდებულება, რომ შეადგინონ მონიტორინგის ანგარიში, თუ როგორ ხდება შემდგომ უკვე ბენეფიციარების მიერ ამ პროგრამის განხორციელება. ანუ მიღებული თანხები იხარჯება თუ არა მიზნობრივად. აღმოჩნდა, რომ ეს კომპანიები ან არასრულად, ან ზოგჯერ საერთოდ არ წარადგენენ ასეთ ინფორმაციას სსიპ „აწარმოე საქართველოში“,- განაცხადა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე შერმადინმა.

პოპულარული

"ეჭვი მქონდა, რომ რაღაც ხდებოდა..." - რას ჰყვება აღაიანში მოკლული ჩვილის მამა არასრულწლოვან ცოლთან ურთიერთობაზე(ვიდეო)
"ქორწილი გვაქვს, ჩვენს ორ პატარას ატარებ მუცლით...ჯვარს ვიწერთ და ვიდრე სიკვდილი ვერაფერი დაგვაშორებს ჩვენ" - რას წერდა ავარიაში დარუპული არჩილ კვაჭაძე მეუღლეს
7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის ახლობლები "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
"ვერ ვასრულებ დანაპირებს და ძალიან ბევრს ვტირი, ბოდიში რომ შენს გოგოსაც ვაწუხებ, მეშინია..." - ოზურგეთში, ავარიისას დაღუპული ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი
დაწერე კომენტარი