4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. დღეს თქვენთვის უმჯობესია გადადოთ ყველა საქმე და უბრალოდ დაისვენოთ. შესაძლებელია გამოაშკარავდეს პრობლემები, რომელთა გახსენებაც არ გინდოდათ. შეეცადეთ არ ინერვიულოთ, უბრალოდ შეეცადეთ რეალურად შეაფასოთ რაც ხდება. ასე შეძლებთ არამარტო ცვლილებების განხორციელებას, არამედ საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებასაც შეძლებთ. სახლში მოსალოდნელია ჩხუბი, მაგრამ შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და არ აუწიოთ ხმას.

კურო. დღე მძიმე იქნება და ამიტომ შეეცადეთ ნუ წამოიწყებთ რამე ახალს. დაკავდით ყოველდღიური მიმდინარე საქმეებით. თუ ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი ავად გახდება ამ დღეს, ავადმყოფობა ხანგრძლივი დროით გაგრძელდება. შეეცადეთ ერიდოთ კამათს. მოუფრთხილდით საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობას. 

ტყუპები. ტყუპებისათვის სასურველია ამ დღეს სამსახურში დოკუმენტაციით დაკავდნენ. ამ მნიშვნელოვანი ქაღალდების დეტალური ანალიზი დაგეხმარებათ სწორი “განაჩენის” გამოტანაში, – როდის და რა მომენტში გქონდათ ჩავრდნები სამსახურში.

კირჩხიბი. შეეცადეთ სამსახურში საღ აზრს მეტად დაეყრდნოთ, ვიდრე წინათგრძნობასა და ინტუიციას. ამ უკანასკნელმა შესაძლოა იმედი გაგიცრუოთ. რომანტიკულ ურთიერთობებში დღეს ყველაფერი მშვენივრად გექნებათ.

ლომი. არახელსაყრელი დღე ელით ლომებს. შეეცადეთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ყურადღება გამოიჩინოთ. მოსალოდნელია ძველი ავადმყოფობის გამწვავება. არ ღირს სესხის გაცემა, სავარაუდოდ მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ. შეეცადეთ დრო გამონახოთ დასვენებისათვის, რათა ხელი შეუწყოთ იმუნურ და ნერვულ სისტემას.

ქალწული. დაფიქრდით ყველა თანამშრომელი არის თუ არა მზად დახმარებისა და საქმეში მონაწილეობისათვის. ზოგჯერ მეგობრობის ნიღაბს მტრები ეფარებიან. არ ღირს მიღებული რჩევების დაჯერება.   

სასწორი. დღის განმავლობაში ეცადეთ დაისვენოთ და გაიხსენოთ სასიამოვნო მომენტები თქვენი ცხოვრებიდან. შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები და ნუ უყურებთ ხსვებს. ბევრ სფეროში შეძლებთ ყველაფრის მოსწრებას და გაკეთებას. 

მორიელი. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში წარმატებები გარდაუვალი იქნება. მორიელების წინაშე დღეს გაიხსნება მყარი ოჯახის შექმნის შესანიშნავი პერსპექტივები.

მშვილდოსანი. ძალიან წარმატებული დღეა საკუთარი სახლში სიმყუდროვის შესაქმნელად. ამისათვის ვარსკვლევაბი გაჩუქებენ შესაძლებლობებსაც სურვილსაც. წარმატებული დღე იქნება სტუმრების მოსაპატიჯებლად და ახლო ნათესავებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. წარმატებული დღეა ასევე ინტიმური ცხოვრებაში აქტიურობისათვის. თამამად შეგიძლიათ ამ დღეს სამოგზაუროდ ან მივლინებაში წახვიდეთ.

თხის რქა. ძალიან კარგი დღეა არაკეთილმოსურნეებთან ღიად დასაპირისპირებლად. შინაგანი აქტივობა და ენერგიულობა მათი დამარცების საშუალებას მოგცემთ. წარმატებულად წარიმართება სამსახურში თქვენი საქმეები. გაუმჯობესდება ურთიერთგაგება თანამშრომლებთან და ხელქვეითებთან. კარგი დღეა საკუტარ სხეულზე ზრუნვისათვის, მასაჟის კურსის ჩასატარებლად. სასარგებლო იქნება ასევე ინდივიდუალური ან საყვარელი საქმიანობით დაკავება.

მერწყული. დღეს ზიგიერთი მერწყული ამბავს შეიტყობს შორეული ნათესავისაგან. არ ღირს ახალი საქის ან პროექტის დაწყება, რადგან მათი დასრულება ძალიან გართულდება. მერწყულებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ადამანური ღირსებების რეალურად შეფასებას, სხვადასხვა სახის კამათი და უსიამოვნებები ელით. დღის მეორე ნახევარი საოჯახო პრობლემების გადაჭრას უნდა მოახმაროთ.

თევზები. დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. შეეცადეთ ოჯახური ურთიერთობები მოაგვაროთ და ასევე მნიშვნელოვანია ახალი ნაცნობობის გაღვივება. დღეს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეძლებთ მოაგვაროთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები და  ძველი შეცდომები. დიდია ალბათობა ახალი ნაცნობობის ან რომანტიკული თავგადასავლებისა. ამ დღის სიზმრები ასრულებას გპირდებათ იმ შემთხვევაში თუ დილით უღრუბლო ცა დაგხვდებათ. 

პოპულარული

რატომ არ ატარებენ ქალები ბიუსტჰალტერებს 13 ოქტომბერს
დაპირისპირება ვაკეში - ტაქსისტი უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა
"იძულებულ გახადეს ჩემი ძმა, დედაბუდიანად არიან ბო*ები და გათახსირებულები" - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის და (ვიდეო)
"არ დამნებდები და ჩაჯდები ციხეშიო..." - სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებლი "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი