4 დაღუპული და 6 დაშავებული – მინდელის შახტიდან ცხედრები ამოასვენეს

4 დაღუპული და 6 დაშავებული – მორიგი ტრაგედია მოხდა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმავე უბანზე მოხდა, სადაც აპრილში 6 მუშა დაიღუპა. ცხედრები მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი ტყიბულის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ყველა მათგანს დამწვრობა აღენიშნება. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტყიბულში უკვე გაემგზავრა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორთა ჯგუფი.

რა გახდა ტრაგედიის მიზეზი საქნახშირის ხელმძღვანელისთვის უცნობია.

პროფკავშირების წარმომადგენელი გაგა ისაკაძე არ გამორიცხავს, რომ შახტში აფეთქება მომხდარიყო.

„სავარაუდოდ, დამწვრობა რადგან არის, ე.ი. აფეთქებაა. მტვერი იყო, ეს ხალხი კი გამოვიყვანეთ მალე, მაგრამ დათვალიერება ვერ მოხდა, დაუდგენელია მიზეზი, ვნახავთ. სავარაუდოდ გასული შემთხვევის მსგავსია რაღაც“- ამბობს ისაკაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პოპულარული

"ამერიკაში აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს...ის ექიმი ნომერ მეორეა ჩვენ ქვეყანაში და კიდევ ვის და რას ამოაჭრის ფულის გამო ვინ იცის" - ნინო მჭედლიშვილი
"ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა" - 9 წლის დაჩის წერილი გიორგი გახარიას
"ვაიმე, ეს რა ვნახე" - რა ხდება თბილისში არსებულ ერთ-ერთ პრესტიჟულ საწარმოში(ვიდეო)
"არავის საქმე არ არის მე რა გავაკეთე, როგორც სწორად ჩავთვალე ისე მოვიქეცი" – რას პასუხობს საზოგადოების კრიტიკას მარიკო ლეჟავა, რომელიც ევროვიზიის ქართული ჟიურის წევრი იყო
დაწერე კომენტარი