36 იეზიდი ისლამური სახელმწიფოს 3-წლიანი ტყვეობისგან გათავისუფლდა (ვიდეო)

tyve

36-მა იეზიდმა ისლამური სახელმწიფოს სამწლიანი ტყვეობიდან დაიხსნა თავი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იეზიდი ტყვეები ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ დოჰუკში მდებარე გაერო-ს ცენტრში იმყოფებიან. გაერო-ს წარმომადგენლები არ ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დაიხსნეს ტყვეებმა თავი – გამოექცნენ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს თუ მათ თავად გამოუშვეს ისინი. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ტყვეები უკვე მეორე დღეა გაერო-ს მიერ შექმნილ ცენტრში არიან განთავსებულნი.

2014 წელს ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების მიერ  ქალაქ სინჯარის აღების შემდეგ, ტერორისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და მოკლეს ათასობით იეზიდი. ქურდისტანის სამხედრო გაერთიანებამ ქალაქი 2015 წელს გაათავისუფლა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან, თუმცა ტერორისტებმა ქალაქიდან გასვლისას თან ტყვეებიც წაიყვანეს. გაერო ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს იეზიდების მიმართ განხორციელებულ გენოციდში ადანაშაულებს.

პოპულარული

კორონოვირუსით დაავადებულთა რიცხვი 90 000-ია - უცნობი ჩინელი მედდას სენსაციური ვიდეომიმართვა მსოფლიოს
მერაბ სეფაშვილის მეუღლე რეანიმაციაში მოათავსეს
ავიაკატასტროფაში კობი ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა
თბილისში ძაღლის ანტიპარაზიტული პრეპარატი "ბარსი" ბავშვზე გამოიყენეს - 7 წლის ბიჭი კომაში ჩავარდა
დაწერე კომენტარი