353 ავტომობილი და 1 მილიონ 600 ათასი ლარის საწვავი – ფლანგვის დეტექტორის თანახმად, 2019 წელს თბილისის მერია დედამიწას 312-ჯერ შემოუვლიდა

თბილისის მერიას 353 ავტომანქანა ემსახურება, მაშინ, როცა ლონდონის წარმომადგენლობით ორგანოს არცერთი. 

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით 353 მანქანიდან 5 უშუალოდ ვიცე-მერს და მერის ოთხ მოადგილეს ემსახურება. ავტომობილების რიცხვის ზრდასთან ერთად ყოველწლიურად იზრდება საწვავში გადახდილი თანხაც. 2019 წელს მერიამ 1600 000-ლარის საწვავი შეიძინა. 

ფლანგვის დეტექტორმა გაარკვია, რომ 2019 წელს დახარჯული საწვავით მერია შეძლებდა დედამიწისთვის  312-ჯერ შემოევლო. 

თბილისის საკრებულოს ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მერიამ და საკრებულომ უნდა გადახედოს ამ ხარჯს და შეამციროს საწვავის ლიმიტი.  ოპოზიციაშია სევე აცხადებენ, რომ სრულიად შესაძლებელია აღნიშნული თანხის 50%-მდე შემცირება. 

“დედაქალაქის მერია იმის ნაცვლად, რომ ბიუროკრატიას ამცირებდეს, მეტიც ვხედავთ, რომ არანორმალურად, კატასტროფულად გაზრდილია საწვავის ხარჯი. ოპტიმიზაციის პირობებში ამ ხარჯების მინიმუმ 50%-ით მოკლება არის შესაძლებელი. ლიმიტები, რაც აქვთ საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებ, მერის მოადგილეებს, გამგებლებს. არის რიგ შემთხვევაში 400-500 ლიტრი თვეში, რის განახევრებაც იმ პირობებში რომ მათი უმრავლესობა კაბინეტიდანაც კი არ გამოდის არის რეალური” – აცხადებს საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილი. 

პოპულარული

გამოვდივარ ინიციატივით, დაინერგოს ბიულეტენების გადამოწმების მექანიზმი - ეკა ბესელია
აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცელი რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება
"ნიკა ცაცია არ არის..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის დედის პირველი კომენტარი (ვიდეო)
"პოლიციელები გამოძიების მიერ დაიკითხნენ მე-15 დღეს, მას შემდეგ, რაც გიორგობიანის გვარი ფეთქდება" - არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გიორგობიანს და შაქარაშვილის საქმეს შორის?
შაქარაშვილის მეგობრები შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდნენ - რა შეუსაბამობებია სატელეფონო ჩანაწერებში
"ანგელოზივით ცოლი ჩაცხრილა... ალბათ ისევ მთვრალი იყო..."- ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც სურამში ქმარმა მოკლა
სასტიკი მკვლელობა სურამში - ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი საწოლში ჩაცხრილა
შაქარაშვილის მეგობრები შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდნენ - რა შეუსაბამობებია სატელეფონო ჩანაწერებში
ლიზა ყენია წელსზემოთ სრულიად გაშიშვლდა - სკანდალური ფოტო
დაწერე კომენტარი