33 ჭრილობიდან 6, საქმეში არსებულ დანას არ შეესაბამება, ყველა დაზიანებას გრიგალაშვილი ვერ მიაყენებდა – ექსპერტი

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესზე ხმაური დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტის დასკვნას და დაკითხვას მოყვა, რის გამოც პროცესი ორჯერ შეწყდა. ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა 9 ჭრილობა არ შეესაბამება იმ დანით მიყენებულ ჭრილობას, რომელიც მთავარ ნივთმტკიცებად არის წარმოდგენილი.

მან ასევე განაცხადა, რომ ანა ნაცვლიშვილს ყველა დაზიანებას ლადო გრიგალაშვილი ვერ მიაყენებდა.

„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 6 ჭრილობა, რომელიც განვითარებულია ანა ნაცვლიშვილის სხეულზე არ არის ამ დანით განხორციელებული. მოცემულ შემთხვევაში მე მაძლევს უკვე  საფუძვლიან ვარაუდს ბრალდებულის ჩვენება იმისი, რომ ეს ვერსია შეთავაზებულიყო ნამდვილად გამოძიების მიერ. თუ რატომ მოაწერა ხელი, განმარტა რომ იყო ზეწოლები მეგობრების დაჭერით, ოჯახის განადგურებით,“-განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა.

loading…

პოპულარული

ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება ჰააგაში - თეა წულუკიანი საკუთარ განცხადებას უარყოფს და ოპოზიციას ადანაშაულებს
რაც არ უნდა მინისტრები აგზავნოს ივანიშვილმა, სდიოს პირადობის მოწმობებს და ე.წ. ძველი ბიჭები ჩართოს კამპანიაში, ვერაფერს მიაღწევს - ბაჩუკი ქარდავა
"საქართველოს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მთავრობაში მტრები გვყავს"- სანდრა რულოვსი წალენჯიხაში ამომრჩეველს შეხვდა (ვიდეო)
"ცესკოს არ ჰქონდა უფლება დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს" - გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა
"ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო" - რევაზ არველაძე
50 რამ, რაც სახლიდან ახალ წლამდე უნდა მოაშოროთ იმისთვის, რომ წარმატებული წელი გქონდეთ
„ოჯახი ნიკოლოზს 10 წელი ელოდა... უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება დიდ უბედურებად ერთ წამში გადაიქცა"- მეზობლები ფონიჭალაში გარდაცვლილ დედა-შვილზე უცრემლოდ ვერ საუბრობენ
"მთლიანი ყელი და ტანი გადაჭრილია ..." - ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
ცოლმა ქმარი უხარისხოდ გაკეთებული რემონტის გამო მოკლა
დაწერე კომენტარი